"ლელო საქართველოსთვის" ბელარუსში მიმდინარე მოვლენებზე განცხადებას ავრცელებს
პოლიტიკა - 20:22, 21 Aug, 2020     1010

"ლელო საქართველოსთვის" მწუხარებას გამოხატავს ბელარუსში განვითარებული მოვლენების გამო, რამაც შეიწირა ადამიანთა სიცოცხლე და თავისუფალი არჩევანის გამოხატვის უფლება ეჭვის ქვეშ დააყენა. ჩვენ მტკიცედ გვწამს, რომ არცერთი ხელისუფლება არ უნდა შეეწინააღმდეგოს ძალადობრივი და რეპრესიული ხერხებით მშვიდობიანი ხალხის მიერ პოლიტიკური ნების თავისუფლად გამოხატვას.

ადამიანის უფლებების, დემოკრატიული პრინციპებისა და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების დაცვა წარმოადგენს სახელმწიფოებრიობის იმ ერთადერთ ღირსეულ გზას, რასაც მსოფლიოს პროგრესული პოლიტიკური ძალები ერთიანად მივესწრაფვით. გვჯერა, რომ ბელარუსში მიმდინარე ღრმა პოლიტიკური კრიზისის მშვიდობიანი გადაჭრა და დემოკრატიული პროცესის ხელშეწყობა უკიდურესად მნიშვნელოვანია ჩვენი მოძმე სახელმწიფოსა და მისი მშვიდობისმსურველი ხალხის შემდგომი განვითარებისთვის.

დღეს ბელარუსში წყდება არამხოლოდ ერთი ხელისუფლების, არამედ დემოკრატიული და ზნეობრივი პოლიტიკის ბედი მთელს ფართო რეგიონში. ამიტომ იმედს ვიტოვებთ, რომ ბელორუსისა და სომხეთის მაგალითები ადექვატურად იქნება გაანალიზებული საქართველოს ხელისუფლების მიერ და ოქტომბრის არჩევნები, ყველა საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით, დემოკრატიულ, თავისუფალ გარემოში ჩატარდება.
გვინდა ჩვენს მოძმე ბელარუს ერს ვუსურვოთ მშვიდობა, კეთილდღეობა და დემოკრატიული პოლიტიკური ნების გამარჯვება, რისი დადასტურებაც არის საქართველოსა და ბელარუსს შორის არსებული ისტორიული დიპლომატიური და ეკონომიკური ურთიერთობები, ასევე სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42