პოლიტიკური პარტია" რეფორმერი" ჯანდაცვის სამინისტროს და ინფექციური საავადმყოფოს ადმინისტრაციის დაპირისპირებას ეხმაურება
პოლიტიკა - 17:58, 21 Aug, 2020     1102

პოლიტიკური პარტია რეფორმერი ჯანდაცვის სამინისტროს და ინფექციური საავადმყოფოს ადმინისტრაციის საკითხს ეხმაურება. როგორც პარტია რეფორმერის თავმჯდომარე თორნიკე ჯანაშვილი აცხადებს, იმ დროს როდესაც ჯანდაცვის სპეციალისტები COVID 19 -ის მოსალოდნელი მეორე ტალღის შესახებ საუბრობენ, ამ ტიპის დაპირისპირება აზიანებს სექტორს, რომელსაც ისედაც ბევრი პრობლემა აქვს გადასაჭრელი.

"ვიცით, რამდენი პრობლემა აქვს ჯანდაცვის სისტემას. ზუსტად ამ სექტორის ძირეული ცვლილებების საჭიროებაზე საუბრობს პარტია რეფორმერი. ჩვენი პარტიის ჯანდაცვის პროგრამაში დეტალურად გვაქვს გაწერილი ის პრობლემები და გამოწვევები, რაც ამ სექტორშია გადასაჭრელი. ჯანდაცვის სისტემაში ინფრასტრუქტურის მოთხოვნები აცდენილია საერთაშორისო ნორმებს, დაუცველია ბაქტერიებისა და ვირუსების გავრცელების თავიდან აცილების სტანდარტი, არ არსებობს ან სტანდარტის მიხედვით არ არის მოწყობილი ე.წ. სუფთა ზონები. საავადმყოფოებში დგას უმწვავესი საინჟინრო პრობლემები - საავადმყოფო მაღალტექნოლოგიური დაწესებულებაა და მოითხოვს ცალკე IT ინფრასტრუქტურას, სპეციალურ თანამშრომლებს, რომლებიც ამ აპარატურისა და სისტემების სათანადო წესით მუშაობაზე აგებენ პასუხს. წარმოუდგენელია თავად ექიმი ზრუნავდეს მისი მუშაობისთვის აუცილებელი აპარატურის გამართულ ფუნქციონირებაზე. არ არსებობს გაიდლაინები, ის რაც გვაქვს, არ აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს. როგორც წესი, გაიდლაინების შემუშავება ხდება საჭიროების მიხედვით, როგორც ახლა COVID 19-ის პანდემიის დროს მოხდა. უნდა შეიქმნას საერთაშორისო ექიმთა დახელოვნების სკოლა. ძლიერი ბაზით. დღეს არსებული პრაქტიკული კურსი არ არის საკმარისი თანამედროვე სტანდარტის პროფესიონალების ზრდისთვის, აუცილებელია მეტი პრაქტიკული გამოცდილება, რაც მისცემს საშუალებას სამედიცინო პროფილის სტუდენტებს გაიარონ კვალიფიციური პრაქტიკა, რაც მათ წარმატებულ დასაქმებას განაპირობებს. სამედიცინო საქმიანობის 80% - ზე მეტს ასრულებს ექთანი, სამწუხაროდ, მათ აქვთ დაბალი ანაზაღაურება. სახელმწიფომ და კერძო სექტორმა ერთიანად უნდა უზრუნველყოს საერთაშორისო საექთნო სკოლის შექმნა, რაც განაპირობებს მაღალი კვალიფიკაციის სამედიცინო პერსონალის აღზრდას. ეს არის დიდი ინვესტიცია ჯანდაცვის სექტორში. ექთნების მაღალი კვალიფიკაცია ავტომატურად გამოიწვევს ექთნების ხელფასების გაზრდას. მაღალი კვალიფიკაციის სამედიცინო პერსონალი ხელს შეუწყობს სამედიცინო ტურიზმის განვითარებასაც", - აცხადებს პარტია რეფორმერის თავმჯდომარე თორნიკე ჯანაშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42