"საქართველოს მთავრობამ შეაჩერა ან გააუქმა საქმიანი შეთანხმებები, რომელიც ქვეყანას ევროატლანტიკურ ოჯახთან აახლოებდა" - Newsweek-ი რუსული გავლენის ზრდაზე საქართველოში
პოლიტიკა - 16:42, 21 Aug, 2020     1842

Newsweek-ში გამოქვეყნდა აღმოსავლეთ-დასავლეთის ინსტიტუტის (East-West Institute - (EWI)) ყოფილი ხელმძღვანელისა და პაკისტანში აშშ-ის ყოფილი ელჩის წერილი: "რუსეთი ისწრაფვის ფლობდეს ძალაუფლებას საქართველოში", სადაც წერილის ავტორი საქართველოში რუსეთის გავლენების ზრდასა და საქართველოს მთავრობის მიერ მისთვის გაკეთბული დათმობების შესახებ. სტატიაში განსაკუთრებით არის აღნიშნული ანაკლიის პორტთან და Caucasus Online-თან დაკავშირებული საკითხები.

"არ არის საიდუმლო, რომ რუსეთი კვლავ ისწრაფვის საქართველოში ძალაუფლების მოპოვებისკენ. ტრადიციულად ეს სამხედრო ძალის გამოყენებით ხდებოდა... თუმცა, მათთვის, ვინც ყურადღებით აკვირდებოდა მოვლენების განვითარებას, საინტერესო იყო შეენიშნა, რომ რუსეთმა შეცვალა მიმართულება და სამხედრო ძალისხმევის პარალელურად, იყენებს კონტროლის "უფრო რბილ" მეთოდებს.

ბოლო თვეებში გამოჩნდა ინფორმაციები, რომ საქართველოს მთავრობამ შეაჩერა ან გააუქმა საქმიანი შეთანხმებები, რომელიც ქვეყანას ევროატლანტიკურ ოჯახთან აახლოებდნენ. აღსანიშნავია, რომ მთავრობამ ცოტა ხნის წინ შეწყვიტა კონტრაქტი ამერიკულ კომპანიასთან, რომელიც ანაკლიის პორტის პროექტზე მუშაობდა. ასევე მთავრობას ადანაშაულებენ ევროპასა და აზიის ციფრული კორიდორის განვითარების შეფერხების მცდელობაში Caucasus Online-თან ბიზნეს შეთახმების მიმართულების შეცვლისა და კომუნიკაციების შესახებ კანონში სადავო ცვლილებების შეტანით.

საზოგადოება შეშფოთებულია, რომ ამ და მსგავს სხვა ქმედებებზე გავლენა იქონია რუსეთის ზეწოლამ, რომელსაც სურს აღიდგინოს კონტროლი საქართველოს გეოპოლიტიკურ გზაზე.

„დასავლეთის მთავრობები უნდა იყვნენ ფხიზლად ნებისმიერი ქმედების მიმართ, რომელმაც შესაძლოა ძირი გამოუთხაროს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მცდელობებს. საქართველო არის გეოსტრატეგიული მნიშვნელობის ქვეყანა ევროპისა და ამერიკისთვის – ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ყველა მცდელობა, რათა უზრუნველვყოთ, რომ ის რუსეთის გავლენების სფეროს ქვეშ არ მოექცეს“, – წერს ქემერონ მიუნტერი.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42