საქართველოს ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავა ეხმაურება ფრენებთან დაკავშირებით სერგეი ლავროვის განცხადებას, სადაც ის საქართველოსთან შესაძლო ავიამიმოსვლის განახლების იმედს გამოთქვამს.
თურნავას განცხადებით, თუ ფრენების აღდგენასთან დაკავშრებით რუსეთის მხრიდან რაიმე წინადადებ იქნება, საქართველოს მთავრობა ამას განიხილავს არამხოლოდ ტურიზმის, არამედ ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებითაც.
"დღემდე ჩვენთან რაიმე ოფიციალური წინადადება ან განაცხადი რუსული ავიაკომპანიებისგან არ შემოსულა. ჩვენთვის არ არის ცნობილი ოფიციალურად. თუ რაიმე გადაწყვეტილება იქნა მიღებული რუსეთის მხარის მიერ იმ შეზღუდვის გადახედვაზე, დაველოდებით ამ გადაწყვეტილებებს, მაგრამ ჩვენ ჯერ კიდევ მაშინაც ვამბობდით, როცა რუსეთმა შეწყვიტა ავიამიმოსვლა, რომ იმ გადაწყვეტილებას მაშინ რაიმე მიზანშეწონილობა არ ახლდა. დღესდღეობით, თუკი მსგავსი წინადადება შემოვა, ჩვენ ამას განვიხილავთ უკვე არა მხოლოდ ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით, არამედ ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალიწინებითაც", - ამბობს თურნავა.
მასალის გამოყენების პირობები






