თუ ახლა უმძიმესი კრიზისის დროს შესაძლებელი იყო ფინანსების გამოყოფა ონკოლოგიური პაციენტებისთვის რატომ არ გაკეთდა ეს აქამდე?! რამდენ სიცოცხლეს გადავარჩენდით?! - გიორგი ვაშაძე
პოლიტიკა - 16:04, 21 Aug, 2020     719

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე ონკოლოგიური დაავადებების დაფინანსებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ერთი წელია ქართველ და უცხოელ ექსპერტებთან, სამედეცინო დარგის სპეციალისტებთან ერთად დღე და ღამე მუშაობდა და პირველ შედეგზეც გავიდა, თუმცა მიაჩნია, რომ ეს საკმარისი არ არის საჭიროა ადრეული დიაგნოსტიკა და სკრინინგი ქვეყნის მასშტაბით. ვაშაძისთვის გაურკვეველია თუ რატომ არ მიიღოი სახელმწიფომ ეს გადაწყვეტილება ადრეულ ეტაპზე. „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი მადლობას უხდის ყველა ექიმს, სამედიცინო დარგის სპეციალისტს და აბსოლიტურად ყველა ადამიანს, ვინც ჩართული იყო „სტრატეგია აღმაშენებლის“კამპანიაში.

„ ჩვენმა საერთო ძალისხმევამ შედეგი გამოიღო და დამსხვრეული ოცნებების ხელისუფლებამ, როგორც იქნა მიიღო გადაწყვეტილება რომ ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა სრულად დაფინანსდება. ჩვენ დეტალები არ ვიცით, მაგრამ დეტალურ მონიტორინგს გავაკეთებთ. მთავარი კითხვა, რაც ისმის ჩვენგან- თუ ახლა შესაძლებელი იყო უმძიმესი ფინანსურ-ეკონომიკური კრიზისის დროს გამონახულიყო ფინანსები ონკოლოგიური დაავადებების სრულად დაფინანსებისთვის, ეს რატომ არ გაკეთდა აქამდე?. თითქმის ერთი წელია ქართველ და უცხოელ ექსპერტებთან, სამედეცინო დარგის სპეციალისტებთან ერთად სწორედ ამაზე ვსაუბრობ და სწორედ ამაზე ვმუშაობთ დღე და ღამე. სამწუხაროდ რამდენი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა იქნებოდა შესაძლებელი და რაც მთავარია რამდენი სიცოცხლის გადარჩენა იქნებოდა შესაძლებელი, რომ ეს მართლაც დროულად განხორციელებულიყო.მე მინდა დიდი მადლობა ვუთხრა ყველა ექიმს, სამედიცინო დარგის სპეციალისტს, აბსოლიტურად ყველა ადამიანს, ვინც ჩართული იყო ჩვენს კამპანიაში იმ დიდი საქმისთვის, რაც ჩვენ ყველამ ერთად გავაკეთეთ. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია- მე მინდა დიდი მადლობა ვუთხრა ათასობით ადამიანს, რომელმაც ხელი მოაწერა პეტიციას და ეს მოთხოვნა გაუშვა მთავრობისკენ. ჩვენ პირველ შედეგზე გავედით, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. თუ აკეთებთ, გააკეთეთ სრულად! ონკოლოგიის მართვის ცენტრთან ერთად ჩვენ მოგეცით დეტალური სტრატეგია ონკოლოგიურ დავაადებებზე მკურნალობის მართვის ქვეყანაში, რაც მთავარი არის ადრეული დიაგნოსტიკა, ადრეული დიაგნოსტიკა და კიდევ ერთხელ ადრეული დიაგნოსტიკა, სკრინინგი მთელი საქართველოს მასშტაბით. ჩაუშვით ეს პროგრამა რაც შეიძლება სწრაფად იმისათვის, რომ კიდევ მეტი სიცოცხლე გადავარჩინოთ და დროულად გამოვავლინოთ დაავდებები“ - ამბობს გიორგი ვაშაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42