რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს იმედი აქვს , რომ საქართველოსთან ავიამიმოსვლის უახლოეს პერიოდში აღდგება.
რუსეთ-საქართველოს ურთიერთოებებზე ლავროვმა გაზეთ “Труд”-თან ინტერვიუში ისაუბრა.
“ბოლო 12 წლის განმავლობაში რუსეთი და საქართველო დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში ურთიერთობენ. შეგახსენებთ, რომ მათი გაწყვეტა თბილისის ინიციატივით, სააკაშვილის მთავრობის მიერ განხორციელებული სამხრეთ ოსური ავანტიურის შედეგად მოხდა. რუსეთში მხარს უჭერენენ ორმხრივ სარგებელზე დაფუძნებულ და მეგობრულ ურთიერთობას საქართველოსთან. დარწმუნებული ვართ, რომ ამაში მდგომარეობს ორი ქვეყნის და ხალხის ეროვნული ინტერესი, რომელთაც საერთო ისტორია და კულტურა აერთიანებთ, დაკავშირებული არიან მილიონობით ადამიანის ერთმანეთთან გადაჯაჭვული ბედით. ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს 2012 წელს სამთავრობო კოალიცია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ინიცირებულ ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზაციის კურსს. რაც მეტია ნორმალიზება, მით უკეთესია. არანაირი შეზღუდვები რუსეთის მხრიდან აქ არ არის. აი, ჩვენს ქართველ პარტნიორებს, კონიუნქტურის მიზნით პერიოდულად ათამაშებენ რა ანტირუსულ კარტს, ამ საკითხში თანმიმდევრულობა ნამდვილად აკლიათ”, – თქვა ლავროვმა.
მიუხედავად ამისა, ლავროვის თქმით, ცხოვრებას თავისი მოაქვს და რუსეთს მეორე ადგილი უჭირავს საქართველოს საგარეო ვაჭრობაში თურქეთის შემდეგ (2019 წელი – 1,33 მილიარდი ბრუნვა), რუსეთში რეალიზდება ქართული ღვინის 2/3; რუსეთი ლიდერობს კერძო ფულადი გადარიცხვების მოცულობით საქართველოში (430 მლნ დოლარი გასულ წელს), უფრო მჭიდრო ურთიერთობების მხარდაჭერაზე მიუთითებს რუსი ტურისტების რაოდენობა (1,5 მლნ 2019 წელს).
“2013 წლის ბოლოს რუსეთსა და საქართველოს შორის ავტობუსით რეგულარული მიმოსვლა განახლა, 2014 წლის ოქტომბრინდან კი – საავიაციო. 24-საათიან რეჟიმზე გადავიდა ერთადერთი სახმელეთო სასაზღვრო-გამშვები პუნქტი “ზემო ლარსზე”. გააქტიურდა კულტურული, სპორტული, სამეცნიერო, რელიგიური, საქმიანი კონტაქტები. ამ ფონზე ჩვენ საქართველოს მოქალაქეებისთის სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხის დამუშავებაც დავიწყეთ. სამწუხაროდ, დადებით დინამიკას დიდწილად ხაზი გადაუსვა 2019 წლის ივნის-ივლისის მოვლენებმა თბილისში, როდესაც ქართველი ნაციონალ-რადიკალების პროვოკაციის საპასუხოდ, რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებით დროებით აიკრძალა საქართველოსთან ავიამიმოსვლა. მინდა იმედი მქონდეს, რომ ავიამიმოსვლის აღდგენა უახლოესი მომავლის საკითხია. ყურადღებით ვადევნებთ თვალს საქართველოში ვითარებას, რა თქმა უნდა, ველით სანიტარულ-ეპიდემილოგიური სიტუაციის დალაგებას რეგიონში და მთელს მსოფლიოში და რეგულარული ავიარეისების აღდგენას სხვა მიმართულებებით”, – განაცხადა მან.
ლავროვმა ასევე იმედი გამოთქვა პანდემიის გამო შეწყვეტილი კარასინი-აბაშიძის ორმხრივი დიალოგისა და ჟენევის დისკუსიების ფორმატის აღდგენის.
“ვფიქრობ, შესაძლებელია შვეიცარიის საელჩოებში ინტერესთა სექციების პოტენციალის უფრო აქტიურად გამოყენებაც. რუსეთი ყოველთვის უფრთხილდებოდა მეგობრულ კავშირებს მისთვის ახლობელ ქართველ ხახლთან, რომელთანაც ერთ სახელმწიფოში ცხოვრების არაერთი ასწლეული აკავშირებს. დარწმუნებული ვართ, რომ არსებული უთანხმოებების სწრაფად გადალახვა, ორმხრივი ურთიერთობების სრულფასოვანი აღდგენა ჩვენი ქვეყნების და ხალხების გრძელვანიდიანი ინრერესებშია”, – დასძინა სერგეი ლავროვმა.
შენიშვნა: "ნეტგაზეთის" თარგმანი
მასალის გამოყენების პირობები






