"ემიგრანტებს აქვთ სურვილი არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ და ქვეყნის მომავალი გადაწყვიტონ" - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დღეიდან კამპანია - ემიგრანტები სამშობლოსთვის იწყებს
პოლიტიკა - 12:29, 21 Aug, 2020     936
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დღეიდან კამპანია - ემიგრანტები სამშობლოსთვის იწყებს. კამპანიის ფარგლებში, პარტია, ემიგრანტებს გააცნობს იმ ინსტრუქციებს, რომლის მიხედვითაც საკონსულო აღრიცხვაზე შეძლებენ დადგომას და არჩევნებზე ხმის მიცემის უფლებას მოიპოვებენ. ასევე, კამპანიის ფარგელბში პარტია ემიგრანტებს წარუდგენს იმ პირებს, რომლებიც სხვადასხვა ქალაქებში მათ პირადად გაუწევენ კონსულტაციებს. ამოქმედდება ცხელი ხაზიც. აღნიშნულის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე ლევან ბეჟაშვილმა ისაუბრა.

„დღეიდან ჩვენ ემიგრანტებისთვის ვიწყებთ კამპანიას - ემიგრანტები სამშობლოსთვის. ეს კამპანია სხვადასხვა სოციალური ქსელების მეშვეობით ჩვენი ემიგრანტების დახმარებას გულისხმობს, რომ მათ შესაბამის საკონსულოებში საარჩევნო სიებში რეგისტრაცია მოახერხონ და არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ. ემიგრანტებს აქვთ სურვილი არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ და ქვეყნის მომავალი გადაწყვიტონ, მაგრამ სახელმწიფო არ უზრუნველყოფს მათთვის ამ პირობების შექმნას. ჩვენ არაერთხელ ვითხოვდით, რომ ემიგრანტებისთვის ელექტრონული კენჭისყრის ფუნქცია შემოღებულიყო, თუმცა ბუნებრივია ხვდებით, რომ სახელწმიფოს ამის ინტერესი არ აქვს, რადგან ყველამ კარგად იცის ემიგრანტების განწყობა. დღეს ვაქვეყნებთ ჩვენს ფეისბუქ გვერდზე მოკლე ინსტრუქციას, რომელიც ემიგრანტებს დაეხმარება ადვილად გაიარონ რეგისტრაცია და საკონსულო აღრიცხვაზე დადგნენ. ასევე, გვექნება ცხელი ხაზი და თითოეულ ემიგრანტს გავუწევთ რეკომენდაციას თუ როგორ დარეგისტრირდნენ. ამავდორულად, ვაქვეყნებთ სიას იმ ადამიანების, რომლებიც ადგილზე დაეხმარებიან ემიგრანტებს. ასევე მოვუწოდებთ მათ შეაგროვონ ხელმოწერები, რათა საარჩევნო უბნები ცენტრალური ქალაქების გარდა სხვაგანც განთავსდეს. „ - აღნიშნა ლევან ბეჟაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42