20 ნოემბერს, 11 საათზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილეები, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ელგუჯა ხოკრიშვილი, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID-ის) დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი როი პლაკნეტი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ქარელში 56 იძულებით გადაადგილებულ ოჯახს საცხოვრებელი სახლის გასაღებს გადასცემენ.
ქარელის მუნიციპალიტეტში, მუნიციპალური ინფრასტრუქტურისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებლის რეაბილიტაციის ფარგლებში, მუნიციპალური განვითარების ფონდმა იძულებით გადაადგილებული პირთათვის კიდევ ერთი 56 ბინიანი საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაცია დაასრულა. დევნილებისთვის საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაცია მგფ-მა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID-ის) დაფინანსებით განახორციელა.
მასალის გამოყენების პირობები






