ჩემი დაცვის ქვეშ მყოფ არასრულწლოვანს შიმშილობის დაწყების გამო, ტელევიზორი წაართვეს - ზ.ხ-ს ადვოკატი
სამართალი - 18:19, 20 Aug, 2020     1496

19 წლის ფეხბურთელის მკვლელობა - 6 არასრულწლოვნის საქმეზე სხდომის დასრულების შემდეგ, ზ.ხ-ს ადვოკატმა, გიორგი გელხაურმა განაცხადა, რომ ბრალდებულები შიმშილობის გამო "დასაჯეს" და მათ კამერებიდან ტელევიზორები წაართვეს. მისი თქმით, უკვე სამი არასრულწლოვანი შიმშილობს: ზ.ხ, ლ. შ და ა.ქ., აქედან ორს, ზ.ხ-სა და ლ.შ.-ს კამერებიდან ტელევიზორები წაართვეს.

"მივმართავ სახალხო დამცველს, მივმართავ ყველა იმ დაინტერესებულ პირს, რომელიც ამ საქმეშია ჩართული მიაქციეთ ყურადღება ამ მართლმსაჯულებასა და სასამართლოს. საერთოდ არ ხდება არასრულწლოვნის ინტერესების გათვალისწინება. დღეს ზ.ხ-მ განაცხადა, რომ როდესაც მან დაიწყო შიმშილობა მას კამერიდან წაართვეს ტელევიზორი, დასჯის მიზნით, რომ ვინაიდან მან შინშილობა გამოაცხადა მას არ ეკუთვნის რომ უყუროს ტელევიზორს. მივმართავ იუსტიციის მინისტრს, მიაქციეთ ამ ბავშვებს ყურადღება და გაითვალისწინეთ მათი ინტერესები", - განაცხადა გიორგი გელხაურმა.

საქმის პროკურორი, დავით ყაზარაშვილი აღნიშნულს არ ადასტურებს. მისი თქმით, სჯერა, აღნიშნულს არავინ გააკეთებდა. მან ასევე, ისაუბრა 3 არსრულწლოვნის გადაწყვეტილებაზე, რომ იშიმშილონ და განაცხადა, რომ ეს ბრალდებულთა პროტესტის გამოხატვის ფორმაა.

"რაც შეეხება შიმშილობას, ეს არის ადამიანის პროტესტი, ის ასე გამოხატავს საკუთარ პროტესტს, შესაბამისად, ჩვენი პოზიცია არ იყო და არ გვიიძულებია, რომ ეშიმშილათ. რაც შეეხება ტელევიზორს, ჩემთვის აღნიშნული არ არის ცნობილი და მე მჯერა, რომ მათ ტელევიზორს არავინ ჩამოართმევდა. შიმშილობა არ ნიშნავს ადამიანის რაიმე სახით შეზღუდვას. მას მიეწოდება იმ მოცულებით სასმელი და საჭმელი რაც აქამდე. ასევე, ინფორმაციაც იმ მოცულობით უნდა მიეწოდებოდეს და მიეწოდება რაც აქამდე", - განაცხადა პროკურორმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42