კარგია, რომ მთავრობამ გაითვალისწინა ჩვენი მოთხოვნა ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის დაფინანსების გაზრდაზე, მაგრამ აქამდე რას აკეთებდა ბატონო გახარია და მისი მთავრობა? - სერგო ჩიხლაძე
პოლიტიკა - 17:47, 20 Aug, 2020     1217

გიორგი გახარიას ახალ იინიციატივას ონკოლოგიურ პაციენტებთან დაკავშირებით „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი სერგო ჩიხლაძე ეხმაურება. როგორც ჩიხლაძე აღნიშნავს პრემიერ-მინისტრის ეს ინიციატივა „სტრატეგია აღმაშენებლის“ გუნდს ჯერ კიდევ გასულ წელს ჰქონდა გეგმაში გაწერილი თმცა ამ დრომდე ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა. როგორც „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი აღნიშნავს, ხელისუფლების ეს ნაბიჯი წინასაარჩევნო ხრიკია და მათი მხრიდან მხოლოდ დაპირებად დარჩება.

„ქართული ოცნების მთავრობა ახლა, წინასაარჩევნოდ იწყებს დაპირებების გაცემას ონკოდაავადებების მკურნალობის დაფინასების გაზრდაზე, რასაც ჩვენი გუნდი - გიორგი ვაშაძე და „სტრატეგია აღმაშენებელი“ შარშან ოქტომბრიდან ვაყენებთ. კარგია, რომ მთავრობამ გაითვალისწინა ჩვენი მოთხოვნა ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის დაფინანსების გაზრდაზე, მაგრამ აქამდე რას აკეთებდა ბატონო გახარია და მისი მთავრობა?

რატომ ახსენდება დამსხვრეული ოცნებების მთავრობას გასაჭირში მყოფი ადამიანები მხოლოდ არჩევნებამდე 2 თვით ადრე? ეს პრობლემა ხომ წლებია დგას? რატომ კარგავს დროს მთავრობა? თუნდაც შარშან ოქტომბერში, როცა ჩვენ ჩვენი ჯანდაცვის პროგრამის ნაწილი წარვადგინეთ და დავსვით ეს საკითხი, რატომ მაშინ არ იქნა რეაგირება?! ან თუნდაც მარტის დასაწყისში, როდესაც ონკოლოგიის შესახებ ყოვლისმომცველ გეგმაზე ვისაუბრეთ, რატომ მაშინ არ გამოგვეხმაურა არავინ ამ მთავრობიდან?! რამდენი ადამიანის დახმარება შეიძლებოდა თუნდაც 1 წლის წინ! თუნდაც 6 თვის წინ! სავარაუდოდ, ესეც იქნება დამსხვრეული ოცნების პარტიის მორიგი ცრუ დაპირება, რომელიც არაერთი გვინახავს.

რა თქმა უნდა, 1 ნოემბრიდან, როდესაც დამსხვრეული ოცნებების პარტიას ოპოზიციაში გავისტუმრებთ, ონკოლოგიური და სხვა ქრონიკული დაავადებების მკურნალობის დაფინასებაც და ხელმისაწვდომობაც გაიზრდება, მოვლაც უკეთესი ექნებათ პაციენტებს და რაც მთავარია პრევენცია და ადრეული დიაგნოსტიკაც უმაღლეს სტანდარტებს დააკმაყოფილებს“ - სერგო ჩიხლაძე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42