სოფო შამანიდი - ნომინალური პრემიერი გახარია, ივანიშვილის კვალდაკვალ, ახალგაზრდებს ქვეყნის დატოვებას სთავაზობს
მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრის გამოსვლას “ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი სოფო შამანიდი ეხმაურება. შამანიდი გიორგი გახარიას ქვეყნის მმართველი ოლიგარქის ხაზის გამგრძელებელს უწოდებს, რომელმაც მოსახლეობას იაფი ავიაბილეთები შესთავაზა ქვეყნიდან წასასვლელად. შამანიდის თქმით, გახარიამ ხაზგასმით დააანონსა, რომ როდესაც ახალგაზრდები ქვეყნიდან გავლენ, მათ უნდა შეძლონ და სხვა ქვეყნაში კონკურენტუნარიანები გახდნენ. მაშინ, როდესაც სახელმწიფო ყველა პირობას უნდა უქმნიდეს მომავალ თაობას საკუთარ ქვეყანაში სრულფასოვნად საცხოვრებლად. “საქართველოს ნომინალურმა პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ “როდესაც ჩვენი შვილები ქვეყანას დატოვებენ, უნდა შეძლონ სხვა ქვეყნის შვილებთან კონკურირება”. არის თუ არა ეს წამოცდენა? ან იქნებ ქვეყნის მმართველი ოლიგარქის ხაზის გაგრძელება, რომელიც იაფ ავიაბილეთებს დაგვპირდა, თუკი ქვეყნიდან წავალთ? იმის მაგივრად, რომ პრემიერი და მთავრობა ზრუნავდნენ იმაზე, რომ საქართველოდან წასულ ჩვენს შვილებს ისეთი გარემო შეუქმნან ქვეყანაში, რომ უკან დაბრუნდნენ, იმის მაგივრად, რომ ქმნიდეს სამუშაო ადგილებს და ახალგაზრდებს ღირსეულ დასაქმებას სთავაზობდეს ქვეყნის შიგნით, “ზრუნავს” იმაზე, რომ მილიონობით ქართველი ემიგრანტის რიცხვი კიდევ უფრო გაზარდოს,”-აცხადებს შამანიდი. სოფო შამანიდის თქმით, ამ მთავრობას არ აქვს უნარი, მისცეს ახალგაზრდებს ხარისხიანი განათლება, არ აქვს უნარი, შექმნას სამუშაო ადგილები, არ აქვს უნარი, აღმოფხვრას სიღარიბე, რაც ჩვენს თანამოქალაქეებს ემიგრაციაში წასვლისკენ უბიძგებს. საქმე ის გახლავთ, რომ ოლიგარქს არ სჭირდება ამდენი ხალხი საქართველოში - ნაკლები ადამიანი ხომ ნაკლებ პრობლემას ნიშნავს. ოლიგარქს სწორედ იმდენი ადამიანი სჭირდება, რამდენიც მას მოემსახურება. “ამ ხელისუფლებას დაავიწყდა, რომ ჩვენ ვართ თავისუფალი მოქალაქეები, ჩვენი არჩევანია, სად ვიცხოვრებთ, სად ვიმუშავებთ, სად გავზრდით ჩვენს შვილებს. ჩვენი არჩევანია საკუთარი ქვეყნის სამსახურში ყოფნა, საკუთარ ქვეყანაში ღირსეული ცხოვრება და საკუთარი ქვეყნისთვის ღირსეული შვილების აღზრდა. ამისთვის კი ამ ხელისუფლების სახლში გაშვებაა საჭირო! ბელორუსი ხალხი დღეს ავტორიტარს ემშვიდობება. ქართველი ხალხი ოქტომბერში ოლიგარქს დაემშვიდობება! პ.ს. ძვირფასო პრემიერო, თქვენი წყალობით, 1 ოქტომბრამდე მაინც ვერსად წავლენ ჩვენი შვილები,”-განაცხადა სოფო შამანიდმა.
მასალის გამოყენების პირობები
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
მთავარი სიახლე
ბიზნესი
დღის ამბები
19:07
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
19:01
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
19:00
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
18:48
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
18:33
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
18:29
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
18:20
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
18:15
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
17:30
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
17:27
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
17:17
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
16:59
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
16:46
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
16:43
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
16:34
ჟურნალისტი არ არის ის პირი, ვისაც ყველგან შეუძლია შესვლა და ყველა კითხვის დასმა - მაჭარაშვილი
16:30
"შავი სექტემბერი გველოდება!.. 10 დღეში, მოგვენატრება 100 კაცამდე გარდაცვლილი" – გიორგი ჩალაძე
16:13
გლდანის ა მიკრორაიონის N4 კორპუსის მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია იწყება
16:00
"რომელი ვაქცინა ჯობს?“ - რას აცხადებს გიორგი ფხაკაძე
15:57
"უმეტესი გოგო ამბობს, ექიმმა მითხრა, თუ შვილი გინდა, დაიცადეო და მაინტერესებს, რას აცდევინებთ, - სიკვდილს?“ - სალომე გოგიაშვილი
15:56
წავკისში ხანძარია
პოპულარული
დღე - კვირა






