ონკოლოგიური დაავადებების მქონე ადამიანებს სახელმწიფო პრეპარატებს სრულიად დაუფინანსებს
პოლიტიკა - 14:51, 20 Aug, 2020     2342

ონკოლოგიური დაავადებების მქონე ადამიანებს სახელმწიფო პრეპარატებს სრულიად დაუფინანსებს. ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა.

"ცვლილება ეხება იმ მნიშვნელოვან პრეპარატებს, რომელიც არის თანამედროვე მიდგომებით და ძალიან ეფექტური. დღემდე ფინანსედებოდა ამ პრეპარატების მხოლოდ გარკვეული ეტაპი და ძალიან ხშირი იყო ისეთი შემთხვევები, როდესაც ჩვენი მოქალაქეებს საბოლოო ეტაპზე ვერ ახერხებდნენ მკურნალობას. ჩვენ ვიცით, რომ დაავადების ბოლო ეტაპზე ეს არის ძალიან რთული და სწორედ აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სახელმწიფო იღებს თავის პასუხისმგებლობას ჩვენი მოქალაქეები ამ რთულ პერიოდში დააფინანსოს. პრეპარატების ახალი თაობა, რომელიც არის ყველაზე ეფექტური ამ დაავადებასთან ბრძოლაში, ხელმისაწვდომი იქნება ყველა იმ მოქალაქისთვის, ვისაც ეს სჭირდება", — განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ამ დროისთვის სახელმწიფოს ონკოლოგიური პაციენტებისთვის ორი პროგრამა აქვს: ერთი 12 000 ლარით დაფინანსებას ითვალისწინებს, მეორე კი — 15 000 ლარით.

მინისტრის თქმით, ეს პროგრამები მკურნალობის მეთოდით განსხვავდება, თუმცა დღეს დამტკიცებული პროგრამის ფარგლებში, 8 000 ლარი ორივეს დაემატება.

"ჩვენ დავთვალეთ პოროგრამის ღირებულება და 8 000 ლარი არის ის თანხა, რომელიც საჭირო იყო პროგრამის სრული შესრულებისთვის. სწორედ აქედან გამომდინარე, პროგრამაში თითოეულ პაციენტზე ჩვენ დამატებით ანაზღაურება გამოვყავით 8 000 ლარის ოდენობით", — განაცხადა ტიკარაძემ.

დღეს საქართველოში 38 000-ზე მეტი ონკოპაციენტია და ახალი პროგრამა, რომელიც თითოეულზე დამატებით 8 000 ლარის ღირებულების პრეპარატების გამოყოფას ითვალისწინებს, 2019 წელს შექმნილი სამუშაო ჯგუფის მიერ შემუშავდა





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42