თამარ ბაჩალიაშვილის საქმე - თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მაწევანის ტყეში, საგამოძიებო ექსპერიმენტი ტარდება.
ადგილზე იმყოფება გარდაცვლილის მამა და ადვოკატი. ჯუმებერ ბაჩალიაშვილმა მედიასთან მცირე კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ თეთრიწყაროს პოლიციის მხრიდან „ხელის დაფარება” იწყება.
მკვლელობაზე ეჭვი იმ დღიდან გამიჩნდა, როდესაც ტერიტორია ვნახე, უბრალოდ აქამდე ხელს აფარებდნენ... იწყება ხელის დაფარება თეთრიწყაროს პოლიციის მხრიდან. ასჯერ მითქვამს და კიდევ ვიტყვი ამას. უნდობლობა მქონდა ქვემო ქართლის პოლიციის მიმართ, ახლა ვენდობი ირაკლი შოთაძეს და ვნახოთ. ვითომ 4 დღე იყო მანქანა და ვერ ნახეს? ხედავთ რამდენი ხალხი დადის, გავჩერდეთ 2 საათი და ნახავთ რამდენი მანქანა გაივლის. ეჭვი იმ დღიდან გამიჩნდა, როდესაც ტერიტორია ვნახე, უბრალოდ აქამდე ხელს აფარებდნენ. აფციაურით დაწყებული ბაჭულაშვილით დამთავრებული, აქ დამთავრდა ყველაფერი, სინათლე რომ ჩაქრა სოფლებში, მაშინ მოიტანეს მანქანა,” – განაცხადა ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა ჟურნალისტებთან.
მასალის გამოყენების პირობები






