შიდა დაპირისპირება "ევროპულ საქართველოში" - მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად "ევროპული საქართველოს" ახალციხის ორგანიზაციაში რამდენიმე წევრი პარტიიდან გარიცხვას ელოდება. გარიცხვის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი კი ორგანიზაციის ჯერ კიდევ მოქმედი თავმჯდომარე, გელა დემეტრაძეა.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გელა დემეტრაძეს პარტიის წევრები მოუწოდებენ, რომ განცხადება დაწეროს და დაკავებული თანამდებობიდან საკუთარი სურვილით გადადგეს. "ევროპული საქართველო" დემეტრაძეს პარტიიდან გარიცხვას მის მიერ ვანო მერაბიშვილთან შეხვედრის და "ნაციონალური მოძრაობის" სავარაუდო მაჟორიტარობის კანდიდატისთვის მხარდაჭერის გამო აპირებს.
ვინ დატოვებს "ევროპული საქართელოს" რიგებს და გახდებიან თუ არა ისინი "ნაციონალური მოძრაობის" წევრები უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.
მასალის გამოყენების პირობები






