NDI-ის ანგარიშში, სამწუხაროდ არის პუნქტები, რომლებიც არასწორ ინფორმაციაზეა დაფუძნებული - მამუკა მდინარაძე
პოლიტიკა - 20:09, 19 Aug, 2020     968

არა მხოლოდ NDI-ს რომელსაც ძალიან დიდ პატივს ვცემთ, სხვა ნებისმიერი ორგანიზაციის რეკომენდაციებს გავითვალისწინებთ, რომელიც შეიძლება გამომდინარეობდეს რაციონალური პრინციპებიდან - ასე გამოეხმაურა ვიცე-სპიკერი მამუკა მდინარაძე ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) სადამკვირვებლო დელეგაციის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს, სადაც წინასაარჩევნო გარემოა შეფასებული.
მამუკა მდინარაძის თქმით, NDI-ს ანგარიში არასწორ ინფორმაციაზეა დაფუძნებული.
„ამ რეკომენდაციებში სამწუხაროდ არის ისეთი პუნქტები, რომელიც არის არასწორ ინფორმაციაზე დაფუძნებული და ამაზე ისევ და ისევ პასუხისგება მოუწევს მათ შორის, NDI-ს წინაშე, რომელიმე ექსპერტს, რომელმაც არასწორი ინფორმაცია მიაწოდა. მაგალითად ამ ანგარიშში ასახულია, რომ ხელისუფლებამ თავი უნდა შეიკავოს მაგალითად მედიასაშუალებებში დროებითი მმართველის დანიშვნისგან, ეს ძალიან კარგად ვხვდებით საიდან მოდის, როდესაც მათ გაავრცელეს ჭორი, როდესაც შესაბამის კანონპროექტზე იყო საუბარი, იქ არც ერთი სიტყვა მედიასაშუალებებში დროებითი მმართველის დანიშვნაზე არ იყო და ასეთ არასწორ ინფორმაციას ვაწყდებით და ფაქტობრივი უზუსტობებიც არის ამაში სამწუხაროდ, რომელშიც მე პირადად დარწმუნებული ვარ რომ ქართველი ე.წ. ექსპერტების მიწოდებულია და ძალიან სამწუხაროა, რომ ეს შესაბამის ანგარიში, რეკომენდაციაში თუ კვლევაში აისახა. ყველა პუნქტის გათვალისწინებას ვაპირეთ რაც იქნება სწორ ინფორმაციაზე დაყრდნობით და რაც კი შეიძლება ხარვეზად თეორიულადაც კი იყოს მიჩნეული, იმიტომ, რომ ჩვენ ვხედავთ ოპოზიციის მხრიდან მზაობას, რომ არჩევნებზე რამე შედეგი და წარმატება კი არ დადონ, არამედ დესტრუქციული დღის წესრიგის გამოყენებით რამენაირად ისაუბრონ, მაგალითად არჩევნების ლეგიტიმაციაზე, ხარვეზებზე, რესურსების არასწორად გამოყენებაზე, მაგრამ ჩვენ ყველანაირად შევეცდებით მათ შორის რეკომენდაციების სწორად გაანალიზებით და გათვალისწინებითაც, რომ ამ არჩევნებთან დაკავშირებით სპეკულაციების სივრცე პრაქტიკულად არ იყოს",-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42