„ლელოს“ მთავარი პოლიტიკური ხაზი ახალ სახეებზე გადის, ადამიანებზე რომლებსაც პოლიტიკური წარსული არ აქვთ და სუფთა ხელებით შემოდიან ამ ბრძოლაში. - პროფესიონალიზმი, ახლებური ხედვა და ახალგაზრდა კანდიდატები, რომლებიც თავისი საქმის და სფეროების პროფესიონალები არიან.
კონკრეტული გეგმა ქვეყნის კრიზისიდან გამოსაყვანად - ეს არის „ლელოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების მთავარი გზავნიი.
წარდგენის დღესაც და შემდგომ გაკეთებულ ყველა განცხადებაში, ლელოს მაჟორიტარობის კანდიდატები აცხადებდნენ, რომ მთავარი ამოცანა ქართული ოცნების დამარცხებაა. ვოლსკის, ოდიშარია, კობიაშვილი და ოცნების სხვა კანდიდატები საზოგადოებისთვის ოდიოზურ პერსონებად ჩამოყალიბდნენ, რომელთა მიმართ ნეგატივი უფრო მეტია ვიდრე პოზიტიური განწყობა, ამ ძველ სახეებს ლელო, ახალგაზრდა და ენერგიულ ლიდერებს უპირისპირე, რომელთაც პოლიტიკური განათლება მსოფლიოს სხვადასხვა სასწავლებლებში აქვთ მიღებული და საქართველოში სწორი ხედვებით და ახალი პოლიტიკური დღის წესრიგის შესაქმნელად ინბრძვიან. ლევან სამუშია და ლევან კობერიძე ლელოს გუნდს წარდგენამდე ცოტახნით ადრე შეუერთდნენ და ბრძოლის წინა ხაზზე დადგნენ. საბა ბუაძე, გიგლა მიქაუტაძე, ნიკა ჩერქეზიშვილი ქართული პოლიტიკის ახალი სახეები არიან, რომელსაც უკან წლების გამოცდილება და პროფესიონალიზმი უდგათ. ფიქრია ჩიხრაძე ეროვნული მოძრაობის სულის ჩამდგმელი და ქართული პოლიტიკის ერთ-ერთი ნათელი სახეა, ადამიანი უდიდესი გამოცდილებით და სწორი პოლიტიკური შეხედულებებით. ლანა გალდავა რომელივც ლელოს დაფუძნების პირველივე დღიდან იდგა ჯერ მოძრაობის, შემდეგ კი პარტიის სათავეებთან, ის სხვადასხვა დროს იბრძოდა ადამიანი უფლებებისთვის ჩვენს ქვეყანაში. ბადრი ჯაფარიძე ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც თავისი კანდიდატურა საბურთალოს მაჟორიტარად დაასახელა და ბრძოლაში შევიდა, ბადრი ჯაფარიძის პოლიტიკური ისტორია საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე ხელმოწერით იწყება, რომელიც თანამედროვე საქართველოს ისტორიაში, პირველი მოწვევის პარლამენტის წევრი იყო.
ისევე როგორც თბილისში, რეგიონებშიც ლელოს ახალი სახეები ყავს მაჟორიტარ დეპუდადებად დასახელებული. ლელოს გუნდში კანდიდატებს შორის ბევრი საინტერესო სახეა და მათ შორი 6 ქალია.
„ლელოს“ თბილისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები არიან:
1 . ბადრი ჯაფარიძე - საბურთალოს რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი.
ბიზნესმენი, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე ხელისმომწერი. თსუ-ს, მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ლონდონის პოლიტიკის მეცნიერებათა სკოლის კურსდამთავრებული. არის თიბისი ჯგუფის დამფუძნებელი. არის ამერიკის სავაჭრო პალატის დირექტორთა საბჭოს წევრი საქართველოში. არის ასამდე წარმატებული კომპანიის დამფუძნებელი, როგორიცაა „ბორჯომი“, შატო მუხრანი, ჩაი გურიელი, ლისი დეველოპმენტი, ამერიკული აკადემია, ანაკლია და სხვა.
2. გიგლა მიქაუტაძე - გლდანის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი.
ეკონომისტი. განათლება მიიღო გერმანიაში. სტაჟირება გაიარა გერმანიის პარლამენტში. იყო გერმანული სავაჭრო კომპანიის წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში და ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის მკვლევარი. არის გადასახადის გადამხდელთა კავშირის აღმასრულებელი დირექტორი.
3. ფიქრია ჩიხრაძე - სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი.
ფილოლოგი. პოლიტიკოსი. ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის დროს იყო სტუდენტური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი და დამოუკიდებელი საქართველოს პირველი ყოველდღიური გაზეთის "ივერია-ექსპრესის" მთავარი რედაქტორი; იყო საქართველოს პარლამენტის სამი მოწვევის დეპუტატი და საქართველოს IV პრეზიდენტის პოლიტიკური მრჩეველი.
4. ლევან კობერიძე - ვაკის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი.
საქართველოს პარლამენტის მეცხრე მოწვევის დეპუტატი, ჯანდაცვისა და ეკონომიკისა კომიტეტების წევრი, ფრაქცია დამოუკიდებელი დეპუტატების თავმჯდომარე.
განათლება მიიღო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და სტოკჰოლმის ეკონომიკის სკოლაში. იყო პირველი ბრენდინგ კომპანიის დამფუძნებელი, კლუბ „რა სად როდის“ თანადამფუძნებელი და ქართული ღვინის მწარმობელთა კავშირის თავმჯდომარე.
5. საბა ბუაძე - მთაწმინდა - კრწანისის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი.
ახალი თაობის პოლიტიკოსი, იურისტი, საჯარო მმართველობის სპეციალისტი, კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლი. გრონინგენის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული. მუშაობდა იურიდიულ კომპანიაში ნიუ-იორკში; სხვადასხვა დროს ხელმძღვანელობდა სამოქალაქო ორგანიზაციების ანტიკორუფციულ პროგრამებს.
6. ლევან სამუშია -დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი.
იურისტი. ადვოკატი 16 წლიანი პროფესიული გამოცდილებით. 2005 წლიდან აქტიურად არის ჩართული პოლიტიკურ პროცესებში. თავისი პროფესიიდან გამომდინარე, წლების განმავლობაში იცავდა ადამიანის უფლებებს. ამჯერად „ლელოსთან“ ერთად იბრძოლებს ქვეყანაში სამართლიანი სასამართლო სისტემის დასამკვიდრებლად.
7. ლანა გალდავა -ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი.
სამართლის დოქტორი. პროფესორი. საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრი. თსუ-ს, მოსკოვის დიპლომატიური აკადემიისა და ფრანკფუტის ვიადრინის უნივერისიტეტის კურსდამთავრებული. სხვადასხვა დროს იყო მართლმსაჯულების ომბუდსმენი, “ციფრული ეკონომიკის ასოციაციის” დამფუძნებელი.
8. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი - ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი.
პოეტი, სამოქალაქო აქტივისტი. მრავალი წლის განმავლობაში იბრძოდა სამათლიანობისა და ადამიანის უფლებებისთვის. არის ეკონომიკის მაგისტრი. არის არაერთი წიგნის ავტორი და ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებული.
„ლელოს“ 8 კანდიდატს თბილისში „ქართული ოცნებიდან“ ამდენივე კანიდატი დაუპირისპირდება.
საბურთალოზე ბადრი ჯაფარიძის წინააღდეგ დავით სერგეენკო იბრძოლებს,
გლდანში გიგლა მიქაუტაძის წინააღმდეგ მმართველი გუნდიდან ლევან კობიაშვილი იქნება, სამგორში „ლელოს“ ფიქრია ჩიხრაძე, ხოლო „ქართულ ოცნებას“ სოზარ სუბარი წარმოადგენს. ვაკეში „ლელოს“ წარმომადგენელს, ლევან კობერიძეს „ქართული ოცნების კანდიდატი“ ნოდარ ტურძილაძე დაუპირისპირდება. მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად „ქართულმა ოცნებამ“ ბექა ოდიშარია დააყენა, რომელიც „ლელოს“ კანდიდატის, საბა ბუაძის მოწინააღმდეგე იქნება, დიდუბე-ჩუღურეთს „ლელოდან“ ლევან სამუშია, ხოლო „ქართული ოცნებიდან“ გია ვოლსკი წარმოადგენენ. ისანში „ლელოს“ ქალი კანდიდატი ლანა გალდავა „ქართული ოცნების“ კანდიდატის კახი კახიშვილის წინააღმდეგ იბრძოლებს ხმების მისაღებად. რაც შეეხება ნაძალადევის რაიონს, „ლელოდან“ ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი, ხოლო ქართული ოცნებიდან“ მიხეილ ყაველაშვილი დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.
მასალის გამოყენების პირობები






