გრიგოლ გეგელიას პასუხი გახარიას: წინა და დღევანდელმა ხელისუფლებებმა რუსთავი ეკოლოგიური კატასტროფის ზონად გადააქცია
პოლიტიკა - 17:20, 19 Aug, 2020     924
"წინა და დღევანდელმა ხელისუფლებებმა რუსთავი ეკოლოგიური კატასტროფის ზონად გადააქცია"- აცხადებს პოლიტიკური გაერთიანება ლელო საქართველოსთვის წევრი გრიგოლ გეგელია პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას საპასუხოდ:


"პრემიერ-მინისტრის მიერ რუსთავში გაკეთებული განცხადება, რომ ამ მთავრობას ვითომ ადარდებს ჰაერის დაბინძურების პრობლემა, ეს უბრალოდ ცინიზმის მწვერვალია. გახარიას მხოლოდ 8 წლის თავზე გაახსენდა, ისიც წინასაარჩევნოდ, რომ მისი წინამორბედების და მისივე მთავრობის მიერ წარმოებული მავნებლური პოლიტიკა მთელი ეს წლებია, წამლავს ასი ათასზე მეტ რუსთაველს.

გახარიას და ქართულ ოცნებას აბსოლუტურად არაფერი გაუკეთებია იმისათვის, რომ რუსთავის მაცხოვრებლებს ყოველდღიურად არ ესუნთქათ ეს მკვლელი ჰაერი. ისინი არც მომავალში არ შეცვლიან არაფერს. ამის სურვილი რომ ჰქონოდათ, წელსვე მიიღებდნენ შესაბამის ზომებს, როცა ეს საკითხი პარლამენტის დღის წესრიგში იდგა. რა გააკეთეს ამის სანაცვლოდ? დაბინძურებული ჰაერის პრობლემის რეალური მოგვარება ვითომ საშემოდგომო სესიამდე გადადეს, დღეს კი უთვალავი ადამიანის ყოველდღიური გასაჭირი წინასაარჩევნო დაპირებად აქციეს!

არც კი რცხვენიათ, როდესაც ამბობენ, რომ თურმე რუსთაველები ამასთან დაკავშირებით სამართლიანად ყოფილან გაბრაზებული. გახარიამ ეს პრობლემა დღეს დაინახა, მაგრამ, საბედნიეროდ, ვარსებობთ ადამიანები, ვინც ამას წლებია ვხედავთ და ვაპროტესტებთ. რუსთაველები დღეს არ გაბრაზებულან. რუსთაველები გაბრაზებული იყვნენ, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“, ასევე „ქართული ოცნების“ მიერ წარმოებული ანტიეკოლოგიური, ანტისაზოგადოებრივი პოლიტიკის გამო. ამ ქალაქის მოსახლეობის დაწამვლაში მთელს პოლიტიკურ კლასს კოლექტიური პასუხისმგებლობა ეკისრება. სწორედ წინა და დღევანდელმა ხელისუფლებებმა გადააქცია რუსთავი ეკოლოგიური კატასტროფის ზონად, სადაც რუსთაველები დაუნდობლად გაწირეს ნელი სიკვდილისთვის.

გახარიასთვის ეს მხოლოდ კამპანიის ნაწილია და სხვა არაფერი, რუსთაველებისთვის კი ყოველდღიური პრობლემა, რომელიც იწვევს უამრავ დაავადებას, დაბალ ნაყოფიერებას, ზრდის ბავშვთა არასრულფასოვანი განვითარების რისკებს და აუარებელ ჯანმრთელობის პრობლემებს.

საბედნიეროდ, შემოდგომის სესიაზე გახარიას და „ქართული ოცნების“ პარლამენტი ვეღარ გადაწყვეტს კანონების და ხალხის ბედს. „ლელო“ უზრუნველყოფს იმას, რომ დაბინძურებული ჰაერის პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ აღმოიფხვრას. ჩვენ გავამკაცრებთ როგორც კანონმდებლობას, ასევე აღსრულებას. ყველა საწარმო, თუ კერძო პირი, ვინც ადამიანების მოწამვლაზე იქნება პასუხისმგებელი, დაისჯება უმკაცრესად. ჩვენ რუსთავს გავამწვანებთ ისეთი სპეციალური ნარგავებით, რომლებიც შთანთქავს მავნე ნივთიერებებს, რომელიც ჩვენი საზოგადოების ჯანდაცვასა და ჩვენი შვილების კეთილდღეობას ვნებს და ფეხქვეშ თელავს. ვიმეორებ, კანონი და შესაბამისი რეგულაციები აღსრულდება უმკაცრესად, და არა ისე, როგორც წარსულში და დღეს, რადგან ადამიანის კეთილდღეობაზე უმთავრესი ჩემთვის არაფერია"- აცხადებს გეგელია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42