“გამოძიებასთან შუამდგომლობის შესაძლებლობა გარკვეულწილად არსებობს და ჩვენი არაერთი განცხადებით ეს უკვე მოხერხდა, თუმცა აქ მნიშვნელოვანია, რომ გამოძიებას მივცეთ იმის საშუალებაც, რომ ექსპერტების სრული ჩართულობით ჩაატაროს უფრო მეტად სამართლიანი გამოძიება, რომელიც იქნება ფაქტებზე დაყრდნობილი, რაც პაციენტის პატრონს არ მისცემს იმის განცდას, რომ სახელმწიფო მხოლოდ ექიმის მხარეს დგას” - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ „თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს" დირექტორი გიორგი ლობჟანიძე და ამავე კლინიკების ექიმები - ვახტანგ ყიფიანი თაღლითობისა და სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენების ბრალდებით დააკავეს.
კიდევ ერთ მედიკოსს მაგდა ხოჭოლავას პატიმრობა დაუსწრებლად აქვს შეფარდებული.
მოსამართლემ გიორგი ლობჟანიძე 100 000 ლარიანი გირაოს საფუძველზე გაათავისუფლა.
პროკურატურის ინფორმაციით, „თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში“ პაციენტს ოპერაცია იტალიიდან მოწვეული ექიმების ნაცვლად, შესაბამისი ლიცენზიის არმქონე პირებმა გაუკეთეს. მათივე განცხადებით, ექიმების უყურადღებობისა და შეცდომების გამო პაციენტის მდგომარეობა გართულდა და იგი 2018 წლის დეკემბრიდან დღემდე, კომაშია.
მასალის გამოყენების პირობები






