თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი სკანდალურ ინფორმაციას აკეთებს და ალიასთან ამბობს, რომ „ჩვენ მოვიპოვეთ იმის მტკიცებულება, რომ თამუნას თავი არ მოუკლავს და იგი მოკლეს".
„ჩემ მიერ მოპოვებული იქნა ვიდოკადრები, რომ სწორედ იმ ადგილას, სადაც მანქანა და ცხედარი იპოვნეს, ყოველ დღე დაჰყავთ ნახირი, დილით მიჰყავთ, საღამოს მოჰყავთ, საქონელს მიჰყვება მწყემსიც და მიჰყვებიან ძაღლები და ესენი არიან დაგეშილი ძაღლები, როგორ წარმოგიდგენიათ, აუარეს გვერდი მანქანას და ვერ დაინახეს და არც ძაღლმა მივიდა უკაცრავად და სუნზე? წარმოდგენაც რთულია, როგორი სუნი იდგა… შესაბამისად, ეს ვერ იქნებოდა თვითმკვლელობა, თამუნა გახდა ორგანიზებული და დაგეგმილი მკვლელობის მსხვერპლი, მანქანა კი მერე იქნა გადაყვანილი და მაგასაც გეტყვით როდის გადაიყვანეს…
ჩვენ გვაქვს საფუვლიანი ეჭვი, ვიფიქროთ, რომ სერიოზული ადამიანებია გარეული საქმეში… ოჯახთან ერთად საქმეს აუცილებლად მივიყვან ბოლომდე და აუცილებლად დავადგენთ ვინ არიან ეს პირები, რომლებიც ამ საქმეში არიან გარეულნი. თამუნა იქ ჩავიდა იმისათვის, რომ ვიღაცას შეხვედროდა, ვინ იყო ეს ვიღაცა და რისთვის უნდა შეხვედროდა? ამ კითხვაზე პასუხს ვიპოვნით.“ - ამბობს რამიშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






