დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ საქართველოში ეპიდემიოლოგიური კუთხით, ოთხი საყურადღებო წერტილია.
გამყრელიძის თქმით, ესაა მესტიის ყაზბეგის მუნიციპალიტეტი, ქობულეთი და გარდაბანი-ყარაჯალარი.
მისივე განმარტებით, მესტიის მუნიციპალიტეტში სულ 3509 ადამიანი იქნა გამოკვლეული.
„ამ ეტაპზე ქვეყანაში საყურადღებო რჩება ოთხი წერტილი. პირველი მესტია, სადაც მოგეხსენებათ, რომ სერიოზული სამუშაოები ტარდება. მოგეხსენებათ, ლენჯერამდე და მესტიის ზემოთ სოფლების გახსნასთან დაკავშირებითა მიღებულია გადაწყვეტილება. მესტიის მუნიციპალიტეტში ჩატარებულია ინტენსიური, გაფართოებული ტესტირება. 3509 ადამიანი იქნა გამოკვლეული თვითონ მუნიციციპალიტეტში ადგილზე, ხოლო 1246-ში შედიან პირები, რომლებსაც აგვისტოს ბოლო ორი კვირის განმავლობაში მესტიაში მოგზაურობის ისტორია ჰქონდათ. აქედან გვაქვს 49 დადებითი შემთხვევა, 29 თავად მესტიის მუნიციპალიტეტში დადასტურდა და 20 კონტაქტების კვლევისას.
ცხელ წერტილად და ჩაკეტილად რჩება ლენჯერი, თუმცა 12 დღე სრულდება კარანტინის დაწესებიდან და მასიურად იქნება გატესტილი დღეს მესტიაში არსებული დაახლოებით 700 ადამიანი, ვინც კარანტინში და თვითიზოლაციაში იმყოფებიან, თანდათანა დაიწყება შემსუბუქების პოლიტიკა. კარგია, რომ თვითონ მესტიის მუნიციპალიტეტში ადგილზე ტესტირებისას ბოლო ოთხი დღის განმამვლობაში ახალი შემთხვევა აღარ დაფიქსირებულა. ასევე, კარგია, რომ მოსახლეობამ დამყოლობა გამოიჩინა და ვისაც მოგზაურობის ისტორია ჰქონდა, დაახლოებით 1246-მა ადამიანმა თბილისში და სხვა ქალაქებში, მიმართა სამედიცინო ცენტრებს და ჩაიტარა ნებაყოფლობითი ტესტირება.
მეორე წერტილია ყაზბეგის მუნიციპალიტეტი, სადაც 14 შემთხვევა გვაქვს, არ მომატებულა. საყურადღებო წერტილი გაჩნდა ქობულეთთან დაკავშირებით, კაფე „ჰავანასთან“ დაკავშირებული, აქედან ორი უშუალოდ თანამშრომელია. სულ არის ხუთი ინფიცირებული. დღეს გვაქვს ქობულეთის ერთი შემთხვევა, მაგრამ ის ამ კლასტერთან არ არის დაკავშირებული.
კლუბი ამ მომენტისთვის დაკეტილია. დღეს საკოორდინაციო საბჭოზე განხილული იქნა ქობულეთში და აჭარის რეგიონში ტესტირების გაფართოება პრევენციული მიზნით. გარკვეულ საყურადღებო ადგილად რჩება ისევ გარდაბანი-ყარაჯალარი. საკარანტინო ღონისძიებების მოხსნის მიუხედავად, იქ გრძელდება ტესტირება, თუმცა არ არის ისეთი დამყოლობა, როგორც გვინდა“ , – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






