“ოქტომბრისთვის სიტუაცია შეიცვლება, იმდენად სერიოზული პრობლემები იქნება ქვეყნის ეკონომიკაში” – დავით ჭიჭინაძე
პოლიტიკა - 10:07, 19 Aug, 2020     1356

“ამომრჩეველი არავის საკუთრება არ არის, მათი სახელით რომ დებენ პოლიტიკოსები შეთანხმებებს.

პოლიტიკაში კი, ხალხი არა, სისტემაა შესაცვლელი, რადგან მხოლოდ ხალხის შეცვლას არანაირი სიკეთე არ მოაქვს.“ - აცხადებს პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ლიდერი, დავით ჭიჭინაძე და კოლიციაში შესვლას გამორიცხავს როგორც „ოცნებასთან“, ასევევ ოპოზიციასთან.

„ ხალხს ვერ ვუშველით, სისტემა თუ არ შეიცვალა, თუ არ შეიცვალა საბანკო სისტემა, ვალის ეკონომიკა;

ხალხის ვალებისგან გათავისუფლება თუ არ გახდა პრიორიტეტი, რადგან თავისუფალმა ხალხმა შეძლოს თავისუფალი არჩევანის გაკეთება.

ამას გარდა, ამომრჩეველი არავის საკუთრება არ არის, მათი სახელით შეთანხმებები რომ დადონ პოლიტიკოსებმა.

მითუმეტეს მემკვიდრეობით არავის რგებია ამომრჩეველი, ამიტომ ვთვლი, რომ ეს მხოლოდ ამომრჩევლის შეურაცხყოფაა - მივუთით ხმა ვის უნდა მისცენ!

ზოგადად კი, დარწმუნებული ვარ, რომ ოქტომბრისთვის სიტუაცია ისედაც შეიცვლება, იმდენად სერიოზული პრობლემები იქნება ქვეყნის ეკონომიკაში.

სექტემბრის ბოლოს, როდესაც ბანკების მიერ გადავადებული ვალების გადახდის პერიოდი მოვა, თუ გადასახადს მინიმუმ კიდე სამი თვით არ გადაწევენ, ხალხი მართლა კატასტროფულ მდგომარეობაში აღმოჩნდება.

მითუმეტეს, რომ ბანკები მუდმივად უზრდიან ვალებს მოსახლეობას და ძალიან დიდ პროცენტს არიცხავენ, მიუხედავად იმისა, რომ გადავადება პროცენტების დამატების გარეშე უნდა მომხდარიყო.

დღეს კი, როდესაც ისედაც ასეთი უმძიმესი ეკონომიკური მდგომარეობა გვაქვს, არცერთ პოლიტიკურ ძალას ეს უკანონო გადავადება არც კი აინტერესებთ. ამიტომ არ ვითანამშრომლებთ ჩვენ ასეთ ძალებთან!“ - აცხადებს დავით ჭიჭინაძე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42