"არჩევნები იქნება კიდევ უფრო ღია, კიდევ უფრო გამჭვირვალე, კიდევ უფრო დემოკრატიული, დავანახოთ მთელს მსოფლიოს პროგრესი" - არჩილ თალაკვაძე
არჩევნები იქნება დაგვირგვინება იმ პროგრესის და წარმატებებისა, რომელსაც ქვეყანამ მიაღწია - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დმანისში განაცხადა, სადაც „ქართულმა ოცნებამ" მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გოგი მეშველიანი წარუდგინა.
„ჩვენს ქვეყანას კიდევ ბევრი შრომა სჭირდება. ყველამ უნდა ვიცოდეთ, რომ განათლების სისტემა და ეს რეფორმა, რომელიც ჩვენ წამოვიწყეთ, შემდეგი წლების განმავლობაში იქნება უაღრესად მნიშვნელოვანი. დღეს კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეს სისტემა არის მიმართული მომავლისკენ. ჩვენმა შვილებმა, მაშინ როდესაც ბოლნისში მიიღებენ განათლებას, ჩავლენ თბილისში ან მოუწევთ თავიანთ უცხოელ თანატოლებთან კონკურენცია, მათ უნდა იცოდნენ და მათ თავისი ნიჭის გამოვლენის შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ. ჩვენი მოხუცები, ხალხი, რომლებიც წლების განმავლობაში შრომობდა ამ ქვეყნისთვის, რა თქმა უნდა, მათი მოხუცებულობა და მათი პენსია უნდა იყოს ღირსეული. ჩვენ ყველას უნდა შეგვეძლოს სამართლიან პირობებში, კონკურენტულ გარემოში ღირსეულად ვიშრომოთ და ღირსეულად ვარჩინოთ ჩვენი ოჯახები. ეს ის საქართველოა, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად უნდა შევქმნათ, ეს ის საქართველოა, რომელიც უნდა იყოს ბევრად უფრო სამართლიანი, ჰუმანური, ღირსეული, მაგრამ ამასთან ერთად, რა თქმა უნდა, ეფექტიანიც და აქ, როდესაც ვსაუბრობთ ეფექტიანობაზე, პირველ რიგში ვგულისხმობთ ჩვენს თავს, სახელმწიფოს და სახელმწიფო ინფრასტრუქტურას, ამიტომ მოგეხსენებათ, რომ ბოლო წლების განმავლობაში, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი რამ გაკეთდა, ბევრი შრომა იყო გაღებული, ბევრი ფინანსური ინვესტიცია იყო ჩადებული მაგალითად გზების ინფრასტრუქტურის, წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის განვითარებაში, ბოლნისის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია განხორციელდა, მაგრამ როგორც ვიცი ზაფხულში მაინც გარკვეული პრობლემები არის წყლის დებეტთან და 24-საათიან მომარაგებასთან დაკავშირებით. ბევრი რამ არის კიდევ გასაკეთებელი, მაგრამ მთავარია ის, რომ ჩვენ ყველანი ობიექტურად როცა ვაფასებთ ვხედავთ, რომ ბევრი ძალიან მნიშვნელოვანი კარგი საქმეა ქვეყნისთვის დაწყებული და ეს ყველაფერი ჩვენ ერთად უნდა დავამთავროთ. ყველა ვხედავთ და აშკარაა, რომ ჩვენი დღევანდელობა ბევრად უკეთესია, ვიდრე იყო გუშინდელი დღე და ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიშრომოთ იმისთვის, რომ ხვალინდელი დღე იყოს კიდე უფრო უკეთესი. არჩევანი აქ მარტივია, ჩვენ დეტალურად ვიცით, რა სჭირდება ამ ქვეყანას და რა არის გასაკეთებელი. გვაქვს კონკრეტული გეგმა. არავინ იცის ჩვენზე უკეთესად, სად, რომელ სოფელში რა არის გასაკეთებელი. სად გზა არის აღსადგენი, სად სკოლა, ან საბავშვო ბაღია საჭირო. ამიტომ ჩვენ დასაკარგი დრო არ გვაქვს, ჩვენ კიდევ უფრო სწრაფად უნდა გავაგრძელოთ ამაზე მუშაობა. რაც მთავარია - ჩვენ ქვეყანაში უნდა შევინარჩუნოთ ყველაზე მნიშვნელოვანი - სამართლიანობის შეგრძნება. სამართლიანობა არის ყველაზე დიდი მიღწევა, რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს და ერთადერთი შესაძლებლობა, რომელიც თითოეულ ქართულ ოჯახს აძლევს ძალას, წყნარ, მშვიდ გარემოში მოახდინოს თავისი მომავალი თაობის და თავისი რეალიზება იმისთვის, რომ გააძლიეროს ოჯახი და ქვეყანა. ჩვენ ხომ ყველამ კარგად ვიცით, რომ ძლიერი რეგიონების გარეშე ძლიერი ქვეყანა ვერ იარსებებს. ყველამ კარგად ვიცით, რომ ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მუნიციპალიტეტი არის ბოლნისი, თავისი რესურსებით, სოფლის მეურნეობით, ისტორიული პოტენციალით, ადამიანებით, თავისი მრავალფეროვნებით და მრავალეთნიკურობითაც. ამ მრავალფეროვნებაშია ჩვენი სიძლიერე, მაგრამ ყველას უნდა გვახსოვდეს, საიდან ვართ, საიდან მოვდივართ, რა ტრადიციების შვილები ვართ და ზუსტად უნდა ვიცოდეთ სად მივდივართ და რა გეგმა გვაქვს. მერწმუნეთ, ჩვენ ეს ყველაფერი ზედმიწევნით კარგად და ზუსტად ვიცით. მერწმუნეთ, რომ გამოცდილებაც გვყოფნის და ქვეყნისთვის შრომის თავდადებაც. ასეთი ადამიანია გოგი მეშველიანი - ჩვენი გუნდის წევრი, უაღრესად პატიოსანი კაცი, რომელსაც აქვს დიდი გამოცდილება, რომელსაც დარწმუნებული ვარ, თქვენ ჩემზე ბევრად უკეთ იცნობთ. ეს კაცი იქნება ბოლნისის, დმანისის, წალკის და თეთრიწყაროს ღირსეული ხმა საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში. დღეს ჩვენ რამდენჯერმე ვთქვით და კიდევ ერთხელ გავიმეორებ - ჩვენ არჩევნებს ვატარებთ ცოტა განსხვავებულად, სხვა საარჩევნო სისტემით, მაგრამ ჩვენი არჩევნები იქნება კიდევ უფრო ღია, კიდევ უფრო გამჭვირვალე, კიდევ უფრო დემოკრატიული, რათა მთელს მსოფლიოს დავანახოთ ის პროგრესი, რაც ქვეყანამ ბოლო წლების განმავლობაში გამოიარა. ეს არჩევნები იქნება დაგვირგვინება იმ პროგრესისა და წარმატებებისა, რომელსაც ქვეყანამ მიაღწია და რა თქმა უნდა, იქნება ჩვენი გამარჯვების არჩევნები, რაც მთავარია სამართლიან ბრძოლაში გამარჯვების და ყველაზე დიდი წარმატების მიღწევის შესაძლებლობა. გამარჯვებას და წარმატებას გისურვებთ, ბოლნისელებო!,"- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
მთავარი სიახლე
ბიზნესი
დღის ამბები
19:07
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
19:01
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
19:00
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
18:48
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
18:33
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
18:29
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
18:20
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
18:15
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
17:30
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
17:27
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
17:17
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
16:59
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
16:46
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
16:43
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
16:34
ჟურნალისტი არ არის ის პირი, ვისაც ყველგან შეუძლია შესვლა და ყველა კითხვის დასმა - მაჭარაშვილი
16:30
"შავი სექტემბერი გველოდება!.. 10 დღეში, მოგვენატრება 100 კაცამდე გარდაცვლილი" – გიორგი ჩალაძე
16:13
გლდანის ა მიკრორაიონის N4 კორპუსის მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია იწყება
16:00
"რომელი ვაქცინა ჯობს?“ - რას აცხადებს გიორგი ფხაკაძე
15:57
"უმეტესი გოგო ამბობს, ექიმმა მითხრა, თუ შვილი გინდა, დაიცადეო და მაინტერესებს, რას აცდევინებთ, - სიკვდილს?“ - სალომე გოგიაშვილი
15:56
წავკისში ხანძარია
პოპულარული
დღე - კვირა






