აფხაზეთის ავოტონომიუირ რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნიევრსიტეტის სტუდენტებს შეხვდა. ვახტანგ ყოლბაიმ უნივერსიტეტის სოციალურ-პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის , მაგისტრატურის პირველ კურსის სტუდენტებისთვის ლექცია თემაზე- „აფხაზეთის ლეგიტიმური სტრუქტურები: წარსული, არსებული რეალობა და მომავალი ხედვები“ წაიკითხა.
ლექციას ის სტუდენტები ესწრებოდნენ, რომლებიც სასწავლო კურსის - ,,კონფლიქტი აფხაზეთში“ მსმენელები არიან.
ვახტანგ ყოლბაიამ სტუდენტებთან აფხაზეთში 80-90 წლებში განვითარებულ პოლიტიკურ მოვლებზე, აფხაზეთის კონფლიქტზე, კონფლიქტით გამოწვეულ შედეგებზე და მისი მოგვარების პერსპექტივებზე ისაუბრა. აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ჟენევის ფორმატსაც შეეხო და ამ მოლაპარაკებების მნიშვნელობაზე, ასევე გალში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ჯგუფის შეხვედრების აღდგენის აუცილებლობაზეც ისაუბრა.
სტუდეტებთან შეხვედრა ორის საათის განმავლობაში გაგრძელდა და დისკუსიით დასრულდა.
მასალის გამოყენების პირობები






