“სახელმწიფო სიღარიბის გამო დედებს შვილებს ართმევს” - მედეა მეტრეველი
პოლიტიკა - 14:59, 18 Aug, 2020     1796
“ლელოს” ქალთა საბჭოს დამფუძნებელი მედეა მეტრეველი სოციალური ქსელის საშუალებით იმ ფაქტს ეხმაურება, რის გამოც სოციალურმა სამსახურმა ნანა შარაშენიძე 4 თვის განმავლობაში შვილის ნახვის უფლებას არ აძლევს და შარაშენიძეს, რომელიც შვილის დაბრუნების მიზნით აქციის მოწყობას გეგმავს, თანადგომას უცხადებს. მედეა მეტრეველის თქმით, სოციალურად დაუცველ დედებს სახელმწიფო უნდა ეხმარებოდეს და მათ აძლიერებდეს, ხოლო შესაბამისი სტრუქტურები შვილის ნახვის უფლებას არ უნდა უზღუდავდნენ. “სიღარიბის გამო დედებს შვილებს კი არ უნდა ვართმევდეთ, მათ უნდა ვეხმარებოდეთ. ნანა შარაშენიძე მძიმე ისტორია, და ასეთი, სამწუხაროდ, ძალიან ბევრია ჩვენს გარშემო, კიდევ ერთი ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორი დაუცველები არიან ქალები და ბავშვები ჩვენს ქვეყანაში. ხელისუფლებამ მოსახლეობა, ქალები, დედები სიღარიბის უკანასკნელ ზღვრამდე მიიყვანა და მათ უკვე შვილებსაც ართმევს. სოციალური დაცვის სააგენტოს მიერ დედისგან ბავშვის განცალკევების და სხვა ოჯახში გადაყვანის გადაწყვეტილებები უნდა ემყარებოდეს ობიექტურ და უტყუარ მტკიცებულებებს, რომლებიც სააგენტომ, საზოგადოების მაღალი ინტერესისა და დედის პროტესტის მიუხედავად, დღემდე ვერ წარმოადგინა. მოვითხოვთ სოციალური დაცვის სააგენტოსგან, უმოკლეს ვადებში გასცეს პასუხები ოჯახს და საზოგადოებას, თუ რა ობიექტურ გარემოებებზე დაყრდნობით მიიღო ასეთი რადიკალური გადაწყვეტილება და დროულად გაასაჯაროოს შესაბამისი ფაქტები და მტკიცებულებები,”-წერს სოციალურ ქსელში მედეა მეტრეველი. ცნობისთვის, ნანა შარაშენიძე 3 წლის შვილი, ნიკოლოზი, სოციალური სამსახურის დასკვნის საფუძველზე წაართვეს და დედას შვილი 4 თვეა არ უნახავს. როგორც მშობელი ირწმუნება, ბავშვს შესაბამისი პირობები ჰქონდა და მისთვის გაუგებარია, რატომ ეკრძალება შვილთან თანაცხოვრება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42