სტუდენტების ჩართვა თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმში
რელიგია - 13:55, 18 Aug, 2020     2280

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გადაწყვეტილებათა მიღების და განათლების ხარისხის უზრუნველყოფის კუთხით სტუდენტების მეტი ჩართულობა ევროპელი პარტნიორების დახმარებით განხორციელდება. შოტლანდიური ორგანიზაციის „Sparqs (Student partnerships in quality Scotland)“ წარმომადგენლებთან პირველი სამუშაო შეხვედრა ონლაინ ფორმატში გაიმართა.

პროექტის „სტუდენტთა შესაძლებლობების გაზრდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფაში მათი ჩართულობისთვის“ ძირითადი ამოცანაა თსუ-ში ხარისხის უზრუნველყოფის პროცესში სტუდენტების გაზრდილი თანამონაწილეობის მხარდაჭერა და სტუდენტთა თვითმმართველობის, როგორც დამოუკიდებელი ინსტიტუციის გაძლიერება და დემოკრატიულ პრინციპებზე დაფუძნებული მმართველობის პრაქტიკის დანერგვის ხელშეწყობა.

ონლაინ შეხვედრას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, რექტორის მოადგილე ნინო ოკრიბელაშვილი, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი რამაზ ხომერიკი, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი ირმა გრძელიძე, კურსდამთავრებულთა ასოციაციისა და სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„სტუდენტური ორგანიზაციები უფრო მეტად რომ იყვნენ ჩართულნი ხარისხის მართვაში, ხარისხზე დაკვირვებაში, მონიტორინგში, ეს არის აუცილებელი გზა, რომელიც უნდა გაიაროს ჩვენმა უნივერსიტეტმა. იმედია, ის გამოცდილება, რომელიც დაგროვილი აქვს შოტლანდიელ პარტნიორებს, გამოადგება ჩვენს უნივერსიტეტს. პროექტი შესაძლებლობას მისცემს სტუდენტებს თავად მიიღონ გამოცდილება, გაუზიარონ ერთმანეთს და შოტლანდიელ პარტნიორებს გამოცდილება, დამყარდეს კონტაქტი ორივე ქვეყნის სტუდენტებს შორის,“- განაცხადა თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ.

როგორც თსუ სტუდენტური თვითმმართველობის ვიცე-პრეზიდენტმა აჩი ჯავახიშვილმა აღნიშნა, მოლაპარაკებები მიმდინარეობს ევროპულ უნივერსიტეტებთან ურთიერთობის 15-წლიანი გამოცდილების მქონე შოტლანდიურ კომპანიასთან. ეს კომპანია ევროპაშიც ეხმარება სტუდენტებს, რათა ისინი ჩაერთონ თავიანთი უნივერსიტეტების ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმში. „ჩვენს უნივერსიტეტში სტუდენტები არ არიან ჩართულები ხარისხის მექანიზმში, არც ცენტრალურ და არც საფაკულტეტო დონეზე. ამ ორგანიზაციასთან ერთად ჩვენი მიზანი არის ყველა ფაკულტეტს და პროგრამას ჰყავდეს საკუთარი წარმომადგენელი - სტუდენტი. ჩვენ, სტუდენტებმა უკეთ ვიცით თუ რა პრობლემები გვაქვს უნივერსიტეტში და რა უნდა გამოსწორდეს,“- განაცხადა აჩი ჯავახიშვილმა. მისივე თქმით, საპილოტე პროექტი სექტემბრიდან განხორციელდება ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე, რომლის დროსაც უფრო ნათლად გამოიკვეთება თუ რა ტიპის პრობლემებია, რა უნდა შეიცვალოს და რა დარჩეს უცვლელი. 2021 წლიდან კი თსუ ყველა ფაკულტეტი ჩაერთვება პროექტში.

პროექტი განხორციელდება შოტლანდიური ორგანიზაციის „Sparqs (Student partnerships in quality Scotland)” მხარდაჭერით, რომელიც ეხმარება უნივერსიტეტებს ხარისხის უზრუნველყოფის პროცესები სტუდენტებთან თანამშრომლობით მოხდეს. „მნიშვნელოვანია გადაწყვეტილების მიღების პროცესში სტუდენტების ჩართულობა - ამ პროცესმა თითოეულ სტუდენტს უნდა დაანახოს საკუთარი პოტენციალი, რომელსაც სტუდენტებსა და უმაღლესი დაწესებულების პერსონალს შორის არსებული ძლიერი თანამშრომლობა იძლევა.
მე ბედნიერი ვარ, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად ვმუშაობ ამ პროცესის განვითარებაში. ვიმედოვნებ, რომ შესაძლებლობა გვექნება თანამშრომლობის პირობებში გავუზიაროთ ჩვენი ცოდნა და გამოცდილება ერთმანეთს „
- აღნიშნა შოტლანდიური ორგანიზაციის „Sparqs (Student partnerships in quality Scotland)” - ის დირექტორმა ივ ლუისმა.

პროექტი თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურისა და სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებითა და საერთაშორისო განათლების ცენტრის კურსდამთავრებულებთა ასოციაციის დაფინანსებით შედგა. შოტლანდიური ორგანიზაცია უზრუნველყოფს ტრენინგებს პროექტში მონაწილე სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის და დაეხმარება უნივერსიტეტს დანერგოს „პროგრამის წარმომადგენლის“ პრაქტიკა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42