"მივიღე გადაწყვეტილება, ყველაზე რთულ ადგილას წავსულიყავი" - თქვა ოქრუაშვილმა.
მისი თქმით, ყველა ოპოზიციური კანდიდატისთვის მთავარი კონკურენტი მმართველი გუნდის ლიდერი ბიძინა ივანიშვილია.
"ჩემთვის არის ძალიან დიდი გამოწვევა და ამავდროულად დიდი პატივი, რომ ოპოზიციური თანხმობით ვიქნები დასახელებული საბურთალოს ოლქში. იყო სხვადასხვა შემოთავაზებები ამ ორი თვის განმავლობაში, საბოლოო ჯამში, მივიღე გადაწყვეტილება, ყველაზე რთულ ადგილას წავსულიყავი. ჩემთვის ასეა ცხოვრება, რომ სირთულეები რაც უფრო მეტია, მით უფრო საინტერესოა მისი გადალახვა. მთავარი კონკურენტი არა მარტო ჩემი, არამედ ყველა ოპოზიციური კანდიდატის, არის ერთადერთი ადამიანი - ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ასოცირდება გაზრდილ კრიმინალთან, გაზრდილ კორუფციასთან, ქვეყნის დაცლასთან, ინფლაციასთან და ასე შემდეგ. თუ ჩვენ ამ კონკურენტს დავამარცხებთ, ქვეყანას გამოვიყვანთ ჭაობიდან. ეს დამოკიდებულია საზოგადოებაზე და მე საზოგადოების იმედი მაქვს", - განაცხადა ოქრუაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






