სულხან სალაძე: "ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონპროექტი რატომ გაჩნდა ასე სრაფად, არგუმენტირებული პასუხი დღემდე ვერ მივიღეთ
პოლიტიკა - 11:08, 18 Aug, 2020     1111

2020 წლის 17 ივლისს, საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღოელექტრონული კომუნიკაციების შესახებსაქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონი („კანონი“). პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი კანონი მაცნეში იმავე დღეს გამოქვეყნდა და დღეს უკვე კანონი მოქმედია.

„კავკასუს ონლაინი“ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანაზე აპირებს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართოს. ამის შესახებ კომპანიამ თავისი მოსაზრება უკვე დააფიქსირა და საზოგადოებას გააცნო თავისი ხედვა, თუ რატომ არის „ელექტრონული კომინიკაციების შესახებ“ კანონში ცვლილებები ანტიკონსტიტუციური და საინვესტიციო გარმოსთვის დამაზიანებელი.

„კომისია კანონს ბიზნესთან კონსენსუსის შედეგს უწოდებს, თუმცა ფაქტია, რომ „კავკასუს ონლაინი“, რომელიც სატელეკომუნიკაციო ბაზარზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთამაშეა, ამ კონსენსუსის ნაწილი არ არის. მიგვაჩნია, რომ კონცენტრაციის მარეგულირებელი ნორმების აღსრულების ნაწილში კანონი სრულადაა აცდენილი საკანონმდებლო რეგულირების ერთიან ჩარჩოს და მხოლოდ ერთ კომპანიაზე, „კავკასუს ონლაინზეა“ მორგებული“, - აცხადებენ „კავკასუს ონლაინში“.

რამდენად ანტიკონსტიტუციურია კანონი და რა შეფასებებს აძლევს აღნიშბულ საკანონმდებლო ცვლილებას არასამათავრობო სექტორი, ამასთან დაკავშირებით საქართველოს ახალგაზრდა იურისტების თავმჯდომარე, სულხან სალაძე აცხადებს:

მე წინასწარ ვერ ვილაპარაკებ, თუმცა, განხილვების და დისკუსიების დროს ნამდვილად იყო გამოთქმული მოსაზრება, რომ შესაძლოა, კანონში კონკრეტული ჩანაწერი ყოფილიყო არაკონსტიტუციური. ამაზე ნამდვილად იყო საუბარი. მაშინ, დისკუსიის პროცესში , ჩვენ მოვისმინეთ შეფასებებიც, მაგრამ მე უფრო შორს ვერ წავალ, რადგან არ ვიცი რაზე აგებს მოსარჩელე მხარე სარჩელს და როგორ დაასაბუთებს ამ ყველაფერს.

რაც შეეხება თავად კანონს, რომელიც კომისიის ინიციატივით შევიდა პარლამენტში, როგორ შეაფასებდით მის შინაარსობრივ ნაწილს?

ჩვენ გამოქვეყნებული გვქონდა თავის დროზე და მიწერილი გვქონდა საქართველოს პარლამენტისთვის ჩვენი მოსაზრებები და შეფასებები. ჩვენი შეფასებით ამ კანონპროექტის დაჩქარებული წესით მიღება, მაშინ როცა არ იყო შეფასების დოკუმენტი მომზადებული, არ იყო სწორი ნაბიჯი.

ვამბობდით მაშინაც და ვამბობთ ახლაც. ეს კანონპროექტი არ ირიცხებოდა საქართველოს მთავრობის მიერ დასაინიცირებელ კანონპროექტების ჩამონათვალში, რომელიც საგაზაფხულო სესიაზე უნდა გასულიყო. რატომ გაჩნდა ასე სწრაფად და რა მიზეზებით, ამაზე არგუმენტირებული პასუხი სამწუხაროდ ვერ მოვისმინეთ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42