ჩაიდება თუ არა „დენსუსის“ დასკვნა მერაბიშვილის საქმეში, 27 ნოემბერს გადაწყდება
სამართალი - 16:06, 19 Nov, 2013     1964

ვანო მერაბიშვილის სასამართლო პროცესის დღევანდელი სხდომა დასრულდა. დაცვის მხარის მიერ დაყენებულ შუამდგომლობაზე, რომ 26 მაისის საქმეში, მტკიცებულებათა ნუსხაში შევიდეს ამერიკული კერძო კომპანია "დენსუსის" მომზადებული შესაბამისი დასკვნა, სასამართლოს პასუხი პროცესის განახლების შემდეგ გახდება ცნობილი.

როგორც ვანო მერაბიშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხადა, ამ დასკვნის გარეშე სასამართლო პროცესებს აზრი ეკარგება, რადგან ესაა მტკიცებულება მისი უდანაშაულობისა და ივანიშვილისთვის კი ეს დასკვნა საბედისწეროა. "ხელისუფლება ყველაფერს აკეთებდა, რომ ეს დასკვნა არ გამხდარიყო საჯარო.

2011 წელს, 26 მაისის შემდეგ, შს სამინისტრომ მიმართა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს, რომ შესაბამისი კომპეტენტური ორგანოების მხრიდან მომხდარიყო დასკვნის მომზადება, რომ შეგვესწავლა სამინისტროს ქმედებები. ეს დოკუმენტი, ჩვენი შეთანხმებისამებრ, არ გვინდოდა გამოქვეყნებულიყო, რათა არ ჩათვლილიყო, რათა ეს იყო თავის მართლება.

ამით გარკვეულ პოპულიზმს ჰქონდა ადგილი. ეს იყო განკუთვნილი იმის დასადგენად, თუ როგორ მოქმედებდა პოლიცია. მას შემდეგ, რაც საქმე აღიძრა ჩემს მიმართ, ამ საქმეზე პროკურატურა, შს სამინისტრო, მიუხედავად ჩემი ადვოკატების არაერთი თხოვნისა, უარს ამბობდა ამ დასკვნის გასაჯაროებაზე.

მას შემდეგ, რაც მივმართეთ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს და რაც საელჩო უშუალოდ ჩაერია, დაცვის მხარეს გადაეცა ეს დასკვნა. იმ შემთხვევაში, თუ ეს დასკვნა არ ჩაიდება, ამ პროცესებს აზრი ეკარგება. ამ დასკვნის შემდეგ, ვერცერთი მოსამართლე ვერ იმსჯელებს ჩემს ბრალეულობაზე.

საქართველოს ხელისუფლებისთვის და ბიძინა ივანიშვილისთვის კი ეს დასკვნა საბედისწეროა. ამ დასკვნის ჩადება საქმეში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია", - განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.

როგორც პროკურატურაში განმარტავენ, ეს დასკვნა საქმეში არ უნდა ჩაიდოს, ვინაიდან დასაკითხთა შორის, დაცვის მხარეს დასკვნის ავტორები სიაში არ ჰყავს.

26 მაისის საქმეზე ივანე მერაბიშვილის სასამართლო პროცესი 27 ნოემბერის განახლდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42