მნიშვნელოვანი არჩევნების წინ ელჩის შვებულებაში წამოსვლა უპრეცედენტო და საეჭვოა
პოლიტიკა - 17:01, 17 Aug, 2020     1796

ბელარუსიაში საქართველოს ელჩის, ვალერი კვარაცხელიას საპრეზიდენტო არჩევნებამდე შვებულებაში გასვლა კითხვის ნიშნებს ბადებს, როგორც უწყების, ისე მინისტრის მიმართაც - ამბობს ვანო მაჭავარიანი.

როგორც 2020NEWS”-ს ყოფილმა დიპლომატმა განუცხადა, სპეცრეისების განხორციელება დიპლომატებისთვის არ ხდება და ეს ძალიან დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული.

„რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ელჩი შეუსაბამო დროს წამოვიდა შვებულებაში. უწყებაში მიხვდნენ, რომ ოპოზიცია ამასთან დაკავშირებით კითხვებს აუცილებლად დასვამდა. ის, რომ ბელარუსიაში არჩევნების პერიოდში ელჩი საქართველოში დასასვენებლად, შვებულებაში თუ სხვა მიზნით ჩამოდის, ეს უკვე თავად უწყების მიმართაც ბევრ კითხვას ბადებს. როგორ უნდა მისცე ელჩს შვებულება იმ დროს, როდესაც არჩევნებია?! ეს ფაქტი თვითონ მინისტრის გადაწყვეტილებაზეც კითხვის ნიშნებს ბადებს. ასევე, მეორე მნიშვნელოვანი საკითხია, რომ ელჩი სპეცრეისით მიემგზავრება, რომელიც უპრეცედენტოა და ასეთი რამე არ ხდება. საკმაოდ ძვირია მსგავსი რეისების განხორციელება და ათიათასობით დოლარს აღემატება. ასევე საინტერესო ის არის, რომ ელჩი, როგორც ჩანს, ნაწილი იყო იმ ჯგუფის, რომელიც ბორტზე იმყოფებოდა და ვინ არის ეს 7 ადამიანი, რომელიც ბელორუსში დარჩა და იყვნენ თუ არა ისენი სახელმწიფო მოხელეები. საგულისხმოა ისიც, თუ რატომ აიღო სახელმწიფომ მათი ბელორუსიაში გაფრენის ხარჯები, ან ხომ არ გაფრინდა ელჩი სახელმწიფო არენდაზე მყოფი თვითმფრინავით კერძო შეკვეთით. მნიშვნელოვანი არჩევნების წინ ელჩის შვებულებაში წამოსვლა უპრეცედენტოა, ეს მიანიშნებს დაბალ პროფესიონალიზმზე და საკითხისადმი შორსმჭვრეტელური კუთხით არასწორ გადაწყვეტილებაზე. თავად ელჩის პიროვნებიდან გამომდინარე, რომელიც უფრო მეტად მორგებულია ალექსანდ ლუკაშენკოს ბიზნესწრეების ინტერესებზე, ვიდრე სახელმწიფოს კონკრეტულ ინტერესებზე, კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რამდენად არასწორად უდგება საქართველო ბელარუსიის საკითხს საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით. ბატონ ვალერი კვარაცხელია, რომელიც წარსულში ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე იყო, ბიზნესმენია. მისი დიპლომატიური საქმიანობის შესახებ ფაქტობრივად, არაფერია ცნობილი. ესეც თავისთავად, პრობლემური აღმოჩნდა იმისათვის, რომ განესაზღვრა, თუ რა ხდებოდა ბელორუსში არჩევნების წინ, არჩევნების დროს და მის შემდეგ“, - განაცხადა მაჭავარიანმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42