ხუხაშვილი "ნიუპოსტთან" აცხადებს, რომ საქართველო არ არის არც რუსეთი, არც აშშ და არც ევროკავშირი, რომლებიც "სასიცოცხლოდ არიან დაინტერესებული და გავლენას ახდენენ ბელორუსიაში განვითარებულ მოვლენებზე".
პოლიტოლოგი ავითარებს მოსაზრებას, ხომ არ უკავშირდება ვალერი კვარაცხელიას ვიზიტი "ვიღაცის კერძო ინტერესს".
"ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ განცხადება გავაკეთოთ, როგორ განვსაზღვრავთ საკუთარ პოლიტიკას და მეტი არაფერი. ჩვენ ბელორუსულ შიდაპოლიტიკაში მოთამაშეები არ ვართ. მეტიც, ძალიან კომიკური იქნებოდა რომ ჩვენ რაიმე ფუნქცია გვქონდეს ქვეყანაში მიმდინარე დრამატულ სიტუაციაში. აქედან გამომდინარე, ჩვენი ელჩი თბილისში იქნება თუ მინსკში, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ არ ვართ ბელორუსულ პოლიტიკაში მოთამაშეები და წერტილი. შესაბამისად, ასეთ ფორსმაჟორულ სიტუაციაში ბატონი კვარაცხალიას გამგზავრება, რა თქმა უნდა, კითხვის ნიშნებს ბადებს. რა გზავნილი უნდა ჩაეტანა მას? საქართველო ბელორულულ პოლიტიკაში არის მეცამეტე გოჭი. იქ პოლიტიკას გლობალური მოთამაშეები განსაზღვრავენ. ნუ წარმოვიდგენთ, რომ ჩვენ სამყაროს ჭიპი ვართ" - განაცხადა "ნიუპოსტთან" ხუხაშვილმა.
მისი თქმით, ვალერი კვარაცხელიას მინსკში სასწრაფო მივლინება სახელმწიფოებრივი აუცილებლობით არ არის ნაკარნახევი.
"ვინმეს ბიზნეს ინტერესს შეექმნა პრობლემა? - შეიძლება, მე არ ვიცი. სახელმწიფოებრივი აუცილებლობის მოტივაცია არ ჩანს. ავითარებენ თეორიას, რომ თითქოს საქართველო შუამავალია. დიდი ბოდიში, მაგრამ ევროკავშირის ელჩები იქ არიან. საქართველოს შუამავლობას სერიოზულად არავინ განიხილავს" - დასძინა ხუხაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






