ბელორუსში სპეცრეისით საქართველოს ელჩი ჩაფრინდა - ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება საკუთარ Facebook-ზე გამოაქვეყნა.
უწყების თქმით, ბელორუსია საქართველოს მეგობარი ქვეყანაა და ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების გამო საჭირო გახდა ელჩის მყისიერი დაბრუნება მინსკში.
"კომენტარი ბელარუსის რესპუბლიკაში მიმდინარე წლის 16 აგვისტოს საქართველოდან განხორციელებულ ფრენასთან დაკავშირებით:
ბელარუსის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მ.წ. 6 აგვისტოდან იმყოფებოდა საქართველოში.
ბოლო დღეებში ბელარუსის რესპუბლიკაში განვითარებული მოვლენების გამო საჭირო გახდა მისი მყისიერი დაბრუნება მინსკში.
გამომდინარე იქიდან რომ ბელარუსთან შეზღუდულია საჰაერო მიმოსვლა და ელჩი საჭიროებდა მოკლე დროში მინსკში ჩასვლას მიღებულ იქნა გადაწყვეყილება მისი სამთავრობო თვითმფრინავით გამგზავრების შესახებ.
ბელარუსის რესპუბლიკა არის საქართველოს მეგობარი ქვეყანა, რომელთანაც გვაკავშირებს მჭიდრო თანამშრომლობა როგორც ორმხრივ ფორმატში, ასევე აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის ფარგლებში.
შესაბამისად, ყურადღებით ვაკვირდებით მოვლენების განვითარებას. აღნიშნულ საკითხზე ჩვენ მჭიდრო კოორდინაციაში ვართ ჩვენს პარტნიორებთან.
ჩვენი აზრით, აუცილებელია ბელარუსში პრობლემები გადაწყდეს მშვიდობიანად.
მასალის გამოყენების პირობები






