მიუსაფარ ცხოველთა დაცვის საერთაშორისო დღე
პოლიტიკა - 20:38, 15 Aug, 2020     1270

15 აგვისტოს, მიუსაფარ ცხოველთა დაცვის დღეს, “ლელომ” ქალაქ თბილისის მერიასთან ბრიფინგი გამართა. “ლელოს” ერთ-ერთი ლიდერის, სოფო შამანიდის თქმით, ცხოველთა დაცვის პოლიტიკის არქონის გამო საქართველოში სულ უფრო იზრდება მიუსაფარ ცხოველთა რაოდენობა და მძიმდება მათი მდგომარეობა. “განსაკუთრებით შემაშფოთებელია ვითარება რეგიონების უდიდეს ნაწილში, სადაც არ არსებობს არც თავშესაფრები, არც კასტრაცია/სტერილიზაციის პროგრამები. არსებული მდგომარეობა საფრთხეს უქმნის ჩვენი თანამოქალაქეების ჯანმრთელობას და უსაფრთხოებას. შინაურ ბინადართა კეთილდღეობა და მიუსაფარ ცხოველებზე ზრუნვა პირდაპირ კორელაციაშია ადამიანთა ჯანმრთელობაზე ზრუნვასთან,”-აცხადებს შამანიდი. სოფო შამანიდის თქმით, ქვეყნის არასწორი პოლიტიკა მიუსაფარი ცხოველების მიმართ საფრთხეს უქმნის ადამიანების ჯანმრთელობას და ამახინჯებს საზოგადოების აღქმას ცხოველთა მიმართ. “ლელო საქართველოსთვის” არის პირველი პარტია, რომელიც პროგრამაში შეიტანს ხედვას მიუსაფარ ცხოველებთან დაკავშირებით და მისი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ იზრუნებს იმაზე, რომ რადიკალურად შემცირდეს მიუსაფარ ცხოველთა რაოდენობა საქართველოში - ეს მოხდება არა მიუსაფარ ცხოველთა განადგურების გზით, როგორც ახლა ხდება, არამედ პოპულაციის რეგულირების გზით. ლელოს დევიზია - არც ერთი მიუსაფარი ცხოველი ზრუნვის გარეშე. ჩვენ ვაპირებთ: 1. დაუყოვნებლივ მივიღოთ კანონი “შინაურ და მიუსაფარ ცხოველთა კეთილდღეობის შესახებ”; 2. გავზარდოთ თბილისის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს პასუხისმგებლობა - ყველა მიუსაფარი ცხოველი მყისიერად აღირიცხება, ჩაუტარდება სპეციალური ვაქცინაცია / სტერილიზაცია / კასტრაცია; გაძლიერდება “მიმკედლებლის ინსტიტუტი”, რომელთანაც სააგენტო მჭიდროდ ითანამშრომლებს. აიკრძალება მიუსაფარ ცხოველთა რელოკაცია. 3. საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში მოეწყობა თავშესაფარი, რომელიც უზრუნველყოფს მიუსაფარ ცხოველთა ვაქცინაციას / სტერილიზაციას / კასტრაციას და დაავადებულ ცხოველთა მკურნალობას; 4. საგანმანათლებლო დაწესებულებებში (ბაღი, სკოლა) გატარდება სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამა ცხოველთან მოპყრობის შესახებ; 5. გამკაცრდება სახელმწიფოს მხრიდან სანქციები ცხოველთა მიმართ ძალადობაზე, არასათანადო მოპყრობაზე, სახლიდან გაგდებაზე, მოკვდინებაზე, ასევე ცხოველთა დაპირისპირების ფაქტებზე. 6. გადამზადდებიან ვეტერინარები სხვადასხვა რეგიონიდან, რათა ვეტერინარის მომსახურება ხელმისაწვდომი იყოს ყველგან და არ იყოს საჭირო ცხოველის ტრანსპორტირება დიდ მანძილებზე,”-განაცხადა სოფო შამანიდმა.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42