დავით მათიკაშვილი: "ტყული და ფარსია, ბატონო დავით (ბაქრაძე), თქვენი ვითომ ურა პატრიოტული რიტორიკა!!!"
პოლიტიკა - 17:55, 15 Aug, 2020     1260
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დავით მათიკაშვილი სოციალურ ქსელში გუშინ, ტელეკომპანია რუსთავი 2-ში, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, დავით ბაქრაძის მიერ გაკეთებულ განცხადებებს აფასებს.


"დავით ბაქრაძე და ნაც სექტის ანასხლეტები სრულიად აბსურდულ და არარელევანტურ განცხადებებს აკეთებენ: რატომ დაუჭირეს თურმე მხარი 2008 წლის კონფლიქტის დასრულებიდან ძალიან მალევე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რეზოლუციას, რომლის შესაბამისად, ქართული მხარე დადანაშაულებულია ომის დაწყებაში და ცხინვალის კასეტური ჭურვებით დაბომბვაში??!! თურმე იმიტომ იქ, იმ რეზოლუციაში რუსეთს ოკუპანტის სტატუსი მინიჭებია! დავით ბაქრაძის ცინიზმს და უპასუხისმგებლობას დანაშაულემდე ერთი ნაბიჯი აშორებს: დიახ, ჩვეულებრივი დანაშაული და ღალატია საკუთარი ხალხის და ქვეყნის როდესაც სამშობლოს დამცველ ჯარისკაცებს საკუთარი ქვეყნის დაბომბვაში ადანაშაულებ და რატომ?? რუსეთის ოკუპანტეობის დასამტკიცებლად გაეროს უშიშროების საბჭო რამდენჯერ გამოიყენეს ნაცებმა, აბა იკითხეთ?! არც ერთხელ!! ვინ განაცხადა გენერალურ ასამბლეაში 2008 წლის ომისა და კონფლიქტის დაწყება? გგონიათ იმ დროინდელმა ხელისუფალმა სააკაშვილ - ბაქრაძემ? არაა, რუსეთმა!!! ვინ მიყიდა ოკუპანტს ომის დასრულებიდან ძალიან მალევე სტრატეგიული დანიშნულების ენერგო ობიექტები?! მიხეილ სააკაშვილმა, დავით ბაქრაძის და სხვა ნაც კლასტერის ხელდასმითა და ტაშის დაკვრით!!! ამიტომ ტყული და ფარსია, ბატონო დავით, თქვენი ვითომ ურა პატრიოტული რიტორიკა!!! ვეღარ მოატყუებთ თქვენ ქართველ ხალხს ვეღარასდროს!!

2020 წლის 31 ოქტომბერს კიდევ ერთხელ მიიღებს ნაციონალურ კრიმინალური ბანდა და მისი ანასხლეტები ქართველი ხალხისგან საკადრის პასუხს!!!!"​ - აცხადებს დეპუტატი.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42