თბილისის საქალაქო სასამართლოსთან ვანო მერაბიშვილის მხადრდამჭერი აქცია იმართება. აქციაზე გამოფენილია ფოტომასალა, სადაც ასახულია 26 მაისის მოვლენები. ფოტოგამოფენის სახელწოდებაა - "კოლაბორაცია დემოკრატიულ სახელმწიფოში დანაშაულია". ფოტოებზე გამოსახულია 26 მაისს მომხდარი მოვლენები და ყველა ფოტოსურათზე დატანილია წარწერა "დანაშაულის აღკვეთისთვის დღეს სამართლდება ივანე მერაბიშვილი". როგორც გამოფენის ორგანიზატორები აცხადებენ, ამ სურათებში კარგად ჩანს, თუ როგორ ცდილობდა ნინო ბურჯანაძე თავისი მხარდამჭერებით რუსული გეგმის განხორციელებას:
აქციის ორგანიზატორი, ლაშა ფარულავა „ნიუპოსტთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ ამ ფოტომასალით სურთ საზოგაოდებას შეახსენონ, რომ ვანო მერაბიშვილმა 26 მაისს რუსეთის გეგმა ჩაშალა, ამ გეგმის განხორციელებას კი ნინო ბურჯანაძის მხარდამჭერები ცდილობდნენ:
„აქციის მონაწილეები აფიქსირებენ იმ აზრს, რომ 26 მაისს რასაც აკეთებდნენ ნინო ბურჯანაძის მხარდამჭერები, ეს იყო მიუღებელი და ამაზე არ უნდა სამართლდებოდეს დღეს ვანო მერაბიშვილი. იქიდან გამომდიანრე, რომ ეს იყო რუსული გეგმა, რომელიც ამ ადამინმა ჩაშალა და გეგმის ნაწილი იყო, რომ სახელმწიფოს არ აღენიშნა დამოუკიდებლობის დღე. ჩვენ ამ კონკრეტული გამოფენით სწორედ ეს გვქონდა დაგეგმილი, რომ საზოგადოებითვის შეგვეხსენებინა ის მოვლენები, რამაც განაპირობა დღეს ის, რომ იმართება ვანო მერაბიშვილის სასამართლო პროცესი, ეს არის მიუღებელი ჩვენთვის.
რაც შეეხება სამართალდამცავებს, მათი მხრიდან არავითარი ხელისშეშლა არ იგრძნობა“, - განაცხადა „ნიუპოსტთან“ საუბრისას ლაშა ფარულავამ.

მასალის გამოყენების პირობები






