„ნაცმოძრაობას“და მის "კლასტერს" ხელისუფლებაში მოსვლის შანსი არ აქვს" - ირაკლი სესიაშვილი
პოლიტიკა - 13:48, 15 Aug, 2020     936

ირაკლი სესიაშვილის თქმით, მმართველი გუნდი ოპოზიციის წარსულზე იმიტომ საუბრობს, რომ „მათი წარსული არის მათივე მომავალი“ და რა პოლიტიკური იდეოლოგიაც ჰქონდათ, ახლაც იგივენაირი დამოკიდებულება აქვთ. მისი თქმით, მმართველმა გუნდმა საზოგადოებას უნდა შეახსენოს, რომ თუ ხელისუფლებაში ეს „საფრთხის მატარებელი ძალა“ მოვიდა, საზოგადოებას პრობლემებს შეუქმნის.

„ის პერიოდი, ის 9 წელი, რომლის დროსაც სააკაშვილის ხელისუფლება მართავდა ქვეყანას და რომლის დროსაც არაერთი მძიმე დანაშაული იქნა ჩადენილი, როგორც ჩვენი ქვეყნის, ისე ადამიანების წინააღმდეგ, ამის გახსენების პასუხისმგებლობა ჩვენ კი არ გვეკისრება, არამედ მათ, ვინც ეს ჩაიდინა. ამიტომ საკუთარ თავს მოსთხოვონ. მათი საარჩევნო კამპანია უნდა დაიწყოს არა რაღაცა ბაქი-ბუქით, არამედ ჩვენს მოსახლეობასთან უნდა მივიდნენ და ბოდიში მოიხადონ. ერთი ბოდიში არ მოუხდიათ ამ წლის განმავლობაში. არ აქვთ მათ განცდა, რომ დანაშაული ჩაიდინეს. ისინი არქმევენ სახელმწიფოს ღალატს, მაგალითად, კომპრომისს. ასეთი ხალხისგან არის პრეტენზიები, რომ რატომ ვახსენებთ წარსულს - იმიტომ, რომ მათი წარსული არის მათივე მომავალი. როგორც აზროვნებენ და რა პოლიტიკური იდეოლოგიაც ჰქონდათ მათი მმართველობის დროს, აბსოლუტურად იგივენაირი დამოკიდებულება აქვთ ყველა საკითხის მიმართ, როგორც ოკუპაციის, ისე ადამიანის უფლებების მიმართ. ჩვენი საზოგადოებისთვის შეხსენება არის პრევენცია...

ჩვენი მთავარი გამოწვევა არის ჩვენი ქვეყნის პრობლემები, სოციალური, ეკონომიკური საკითხები, თავდაცვის, უსაფრთხოების საკითხები. მთლიანად ამ საკითხებზე ვართ კონცენტრირებული, თუმცა, თავისთავად ცხადია, გვწამს და გვჯერა რა, გამომდინარე იმ მძიმე ფაქტებიდან, რაც წინა ხელისუფლებამ ქვეყნისა და ხალხის წინაშე ჩაიდინა, რომ ეს პოლიტიკური ძალები, ვგულისხმობ „ნაციონალურ მოძრაობასა“ და მის „კლასტერს“, არის ქვეყნისა და საზოგადოებისთვის საფრთხის მატარებელი (ეს არის ფაქტებით განმტკიცებული და არა მხოლოდ პოლიტიკური შეფასებები, ამ ფაქტებს ამტკიცებს მათ შორის სტრასბურგის სასამართლო თავი არაერთ გადაწყვეტილებაში), ჩვენ საზოგადოებას, რომელსაც ყოველდღიური გამოწვევები აქვს, უნდა შევახსენოთ, რომ თუ ეს საფრთხის მატარებელი ძალა მოვიდა, პრობლემებს შეუქმნის საზოგადოებას. ცხადია, მათ არანაირი შანსი არ აქვთ ხელისუფლებაში მოსვლის, თუმცა საზოგადოებას უნდა შევახსენოთ ყველა ის საფრთხე, რომელიც მოდიოდა მათი მმართველობიდან და რომელთაც აქვთ პოლიტიკური ამბიცია, რომ არჩევნებში რამეს მიაღწიონ“,- განაცხადა სესიაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42