ყოველდღიურ ცხოვრებაში ბევრ რამეს ვაკეთებთ, თუმცა ყველაფერს თავისი დრო აქვს. არსებობს გარკვეული ქმედებები, რომლებსაც დაღლილობის დროს თავი უნდა აარიდოთ:
არ ივარჯიშოთ მთელი ძალით
როდესაც დაღლილი ხართ ვარჯიში, გარდა იმისა, რომ საშიშია თქვენი ჯანმრთელობისთვის, დროის კარგვაცაა. თქვენ გჭირდებათ ენერგია, რათა ყოველდღიურ რუტინას არ ჩამორჩეთ, ხოლო ვარჯიშისთვის კი დამატებითი ძალისხმევაა საჭირო. დაღლილზე ვარჯიშით კი შესაძლოა ტრავმაც მიიღოთ.
არ იჩხუბოთ პარტნიორთან
როდესაც დაღლილი ხართ პატარა უთანხმოება შესაძლოა სწრაფად გადაიზარდოს კონფლიქტში. უძილობა ართულებს ემოციების კონტროლს. ასე რომ მოერიდეთ კამათს თქვენს პარტნიორთან, მაშინ როდესაც დაღლილი და უძილო ხართ.
არ „წაუძინოთ“
შუა დღის მოკლე ძილი კარგია, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამას სწორად აკეთებთ. დიდხანს ან დღის განმავლობაში გვიან ძილმა შესაძლოა საღამოს შეგიქმნათ პრობლემები, რაც მომდევნო დღესაც გამოიწვევს დაღლილობას.
ნუ შეეცდებით მნიშვნელოვანი საქმეების მოგვარებას
სამსახურში მნიშვნელოვანი პროექტისთვის გადაწყვეტილება უნდა მიიღოთ? ვფიქრობთ, რომ უძილობის და დაღლილობის დროს ამის გაკეთება არც ისე კარგი იდეაა.
არ მიიღოთ ალკოჰოლი
სანამ დაღლილი დაიძინებთ ფიქრობთ, რომ ერთი ჭიქა ღვინო დალიოთ? კიდევ ერთხელ დაფიქრდით. შესაძლოა ალკოჰოლის საშუალებით სწრაფად დაიძინოთ, თუმცა ის ხელს შეუშლის თქვენს ღრმა ძილს და თქვენ გვიან ღამით ან დილით ადრე გაგეღვიძებათ.
მასალის გამოყენების პირობები






