გაფლანგული მილიონები და "ოცნების" ჩინოვნიკები, რომლებიც ბიუჯეტის ხარჯზე მოგზაურობენ - ოფიციალური კვლევით დასტურდება, რომ "ქართული ოცნება" სამივლინებოდ კოლოსალურ თანხას ხარჯავს.
202 0 წლის პირველ სამ თვეში 16 მილიონი ლარია დახარჯულია. გამაოგნებელია ეს სამივლინებო ხარჯები იმ ფონზე, რომ ვერავინ ვერ ასახელებს ვერცერთ საერთაშორისო პროექტს, ან რაიმე ტიპის დიპლომატიურ მისიას, რომლის განხორციელებსაც ასეთი აქტიური მოგზაურობა სჭირდებოდა. მით უფრო, რომ მხარჯველებს შორის გამორჩეული რეკორდსმენები შინაგან საქმთა, თვდაცვის და განათლების სამინისტროები არიან.
აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, 2020 წლის პირველ 3-თვეში საქართველოს ხელისუფლებამ, აღმასრულებელმა შტომ მივლინებებში საკმაოდ სოლიდური თანხა, თითქმის 16 მილიონი ლარი დახარჯა:
- თავდაცვის სამინისტრო, ირაკლი ღარიბაშვილის უწყება - 1 200 000 ლარი
- შინაგან საქმეთა სამინისტრო, ვახტან გომელაურის უწყება - 890 049 ლარი
- განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო - 760 496 ლარი
- მთავრობის ადმინისტრაცია - 613 003
- საქართველოს პარლამენტი და მასთან არსებული ორგანიზაციები - 541 793
პანდემიის გამო საზღვარი 22 მარტიდან ჩაიკეტა. თუმცა ექსპერტები აცხადებენ იმას, რომ ახალიწლის შემდგომ და თებერვალშიც მძიმე სიტუაცია იყო მსოფლიოში და აქიდან გამომდინარე, მათთვის ცოტა გასაკვირია ის ციფრები, რომელიც აუდიტის სამსახურისგან მოდის. ექსპერტები ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომ ეს ხელისუფლება საკამაოდ დიდ თანხებს ხარჯავს: რემონტზე, ინფრასტრუქტურაზე, რბილ ავეჯზე და იმ ნივთებზეც, რომელიც ფუფუნებას უქმნის სახელმწიფო მოხელეებს.
"კორონაპანდემიის პირობებში, როცა რესურსების მაქსიმალური მობილიზება იყო საჭირო, მთავრობის ადმინისტრაცია და ზოგადად მთავრობა, სამივლინებო ხარჯებს არ ამცირებო. ამ მხრივ არ ხდებოდა ხარჯების შემცირება, მაშინ როცა შემციირდა ძალიან ბევრი ხარჯი და მოხდა ბიუჯეტის მთლიანი გადაწყობა. ამას გარდა ძალიან ბევრი შემთხვევა იყო, როცა პანდემიის პერიოდში არარაციონალური ხარჯვა ხდებოდა, ბიუჯეტის დაწყებული ქუჩების მორეცხვიდან, რომელშიც ადგილობრივმა მუნიციპალიტეტებმა ათიათასობით გადაიხადა, გაგრძელებული ტენდერების მოგებით" - აცხადებს ექსპერტი.
გასულ წელთან შედარებით 16 მილიონი ოდნავ შემცირებულია, შარშან, ამავე პერიოდში სახელმწიფო უწყებებმა 18 მილიონ ლარზე მეტი დახარჯეს.
მასალის გამოყენების პირობები






