"ნაციონალური მოძრაობის" დროს ყუთი ატამი ღირდა სამი ლარი, დღეს 2 ლარი ღირს, - ამის შესახებ განცხადება საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კახეთში ამომრჩევლებთან შეხვედრის დროს გააკეთა.
ღარიბაშვილის განცხადებით, "ოცნების" ხელისუფლებას არაერთი წინსვლა და წარმატება აქვს მიღწეული, რაც სასიხარულოა.
"ქართული ოცნების პირობებში ჩვენ არაერთი წინსვლისა და წარმატებისთვის გვაქვს მიღწეული. თუნდაც, ბაზრების გახსნა. აი, რას ნიშნავს თავისუფალი ბაზრების გახსნა გურჯაანელი გლეხებისთვის - მე წეღან მქონდა საშუალება და ვესაუბრე გურჯაანელ გლეხს, რომელიც იყო აღტაცებული. მისი კმაყოფილება გაგვიზიარა მან და თქვა, რომ თუ რამდენიმე წლის წინ ნაცმოძრაობის დროს ყუთი ატამი ღირდა სამი ლარი, დღეს ღირს 2 ლარი, 1.80 ლარი, კილოგრამი ატამი. ეს რა თქმა უნდა არის ჩვენი ყველას ერთად დიდი წარმატება. ჩვენ გვიხარია, როცა გლეხი არის წარმატებული. ", - აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






