საქართველოდან უკრაინელი მებრძოლის რუსეთში შესაძლო გადაცემას "ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა" წევრი, ხატია დეკანოიძე ეხმაურა.
უკრაინის ეროვნული პოლიციის ყოფილი ხელმძღვანელი, ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ უკრაინელი მებრძოლის რუსეთისთვის გადაცემა დანაშაული და ყველაზე გაუმართლებელი პოლიტიკური ნაბიჯი იქნება.
"ძალიან კარგად მახსოვს და მომსწრე ვარ, ზუსტად როგორ ეპყრობოდნენ ოკუპანტი რუსები უკრაინელ მებრძოლებს, რომლებიც დააკავეს. მაგალითად, ოკუპირებული დონეცკისა და
ლუგანსკის ტერიტორიაზე. ყველას კარგად გვახსოვს სენსოვის შემთხვევა, კარგად გვახსოვს ანექსირებულ ყირიმში იმ ადამიანების ბედი, ვინც დღემდე არიან რუსულ დილეგებში ჩაყრილი და წარმოდგენა არ აქვთ მათ ნათესავებს რა ხდება. ამასთან დაკავშირებით, უკრაინა უკვე მრავალი წელია, იბრძვის. ამიტომ, ეს იქნება პირველ რიგში, ყველაზე გაუმართლებელი და ბეცი პოლიტიკური ნაბიჯი. ასევე, ეს იქნება ჩვეულებრივი დანაშული, როცა ჩვენს მტერ სახელმწიფოს აძლევ პირდაპირ მებრძოლს", - ამბობს ხატია დეკანოიძე.
მასალის გამოყენების პირობები






