სხვადასხვა ქვეყნის პასპორტი ერთმანეთისგან განსხვავდება, თუმცა თვითმფრინავის ჩასხდომამდე გადავსებულ მოსაცდელში, ალბათ შეგიმჩნევიათ თქვენი ქვეყნის პასპორტის მსგავსი დოკუმენტით რიგში მდგომი უცხო ქვეყნის მოქალაქე.
ძირითადად 4 ფერის პასპორტი არსებობს, თუმცა შეგხვდებათ ოდნავ განსხვავებული ფერის დოკუმენტებიც.
არჩეული ფერების უკან კი გარკვეული მნიშვნელობები დგას.
რაიმე საერთაშორისო მკაცრი წესები არ არსებობს პასპორტის ფერის არჩევის დროს, თუმცა ქვეყნები გარკვეულ გადაწყვეტილებებს ბუნებრივად იღებენ. მაგალითად, ისლამური ქვეყნები ხშირად მწვანე ყრდას იყენებენ, რადგან ეს ფერი მათ რელიგიაში მნიშვნელოვანია.
ოდნავ განსხვავებული ფერის მწვანე ყრდას იყენებენ დასავლეთ აფრიკის ქვეყნები.
ევროკავშირის ქვეყნები ბორდოსფერ პასპორტს იყენებენ, ხოლო ისეთი ქვეყნები რომლებსაც სურთ ევროკავშირის წევრობა, ასევე ბორდოსფერ პასპორტს იყენებენ.
ლურჯი პასპორტები, როგორც წესი, ”ახალი მსოფლიოს” სიმბოლოა – ჩრდილოეთ ამერიკა, სამხრეთ ამერიკა, ოკეანეთი და ა. შ.
შავი ფერის პასპორტები ყველაზე იშვიათია. ამ ფერის პასპორტები ზოგიერთ აფრიკულ ქვეყანას აქვს – კონგო, ბოტსვანა, ანგოლა, ბურუნდი. შავი ფერის პასპორტი აქვთ ახალ ზელანდიელებსაც, რადგან შავი მათი სახელმწიფოს ეროვნული ფერია.
მასალის გამოყენების პირობები






