მანქანა გადასაადგილებელი საშუალებაა და არა საკუჭნაო. არის ნივთები, რომლებსაც მანქანაში არ უნდა ტოვებდეთ, რადგან ეს შესაძლოა თქვენი ჯანმრთელობისთვის მავნე აღმოჩნდეს.
1. მედიკამენტები

მედიკამენტების უმეტესობა ოთახის ტემპერატურაზე ინახება, თუმცა მიუხედავად ამისა, მათი მანქანაში დატოვება სასურველი არ არის. სიცხემ შესაძლოა წამლები არ დააზიანოს, თუმცა ის ნაკლებად ეფექტური გახდება.
2. ელექტრონული მოწყობილობები

მობილურები, პლანშეტები, ლეპტოპები და სხვა მსგავსი ტიპის მოწყობილობები არ უნდა დატოვოთ მანქანაში. ისინი მარტივი მოსაპარია და შესაძლოა ქურდმა მობილურთან ერთად თქვენი პირადი ინფორმაციაც გაიტაცოს. ამასთან, თქვენი მანქანაც დაზიანდება.
3. მზის ულტრაიისფერი სხივებისგან დამცავი ტანის ლოსიონი

შესაძლოა ირონიულად ჟღერდეს, მაგრამ მზის სხივისგან დამცავი ლოსიონის სიცხეში დატოვება აზიანებს მას და ლოსიონი კარგავს ეფექტს.
4. წყლის ბოთლი

წყლის ბოთლებში (პლასტმასის) აღმოჩენილია ხბოს პლაზმის ალბუმინი და ფტალარის მჟავა. სიცხეში ბოთლის დატოვებამ შესაძლოა ქიმიური ნაერთების წყალში შესვლა გამოიწვიოს, რაც ნამდვილად მავნებელი იქნება თქვენი ჯანმრთელობისთვის.
5. ჩანთა ან/და საფულე

ეს ნივთები ქურდებს მიიზიდავს და თქვენი მანქანაც დაზიანდება. არავითარ შემთხვევაში არ უნდა დატოვოთ ჩანთა მანქანაში, თუნდაც შიგნით არაფერი გედოთ.
6. ღვინო

ღვინოს ნუ დატოვებთ მანქანაში. სიცხე ზემოქმედებას მოახდენს არომატზე, ასევე შესაძლებელია სიცხეში სითხის ისეთი გაფართოება, რომელიც საცობს მიაწვება და გამოაგდებს.
7. შინაური ცხოველები

თქვენს ლეკვებს და ფისოებს, ძაღლებს და კატებს ნუ დატოვებთ მანქანაში. წლის განმავლობაში ასობით ცხოველი კვდება მანქანაში არსებული სიცხისგან.
8. საკვები პროდუქტები

ნუ დატოვებთ მანქანაში საკვებ პროდუქტებს. მითუმეტეს ისეთებს, რომელიც მალფუჭებადია.
9. ტუჩსაცხი

სიცხეში დატოვებულ ტუჩსაცხს გადარჩენის შანსი არ აქვს. ასე რომ მანქანაში მისი დატოვება რამდენად კომფორტულიც არ უნდა იყოს, ზაფხულის ცხელ დღეებში უნდა მოერიდოთ, თუ მისი ხელახლა შეძენა არ გსურთ.
მასალის გამოყენების პირობები






