მითი #1
50 წელს გადაცილებულ ადამიანებს სექსის მიმართ ნაკლები ინტერესი აქვთ.
ეს ნამდვილად მითია. სექსმა ასაკი არ იცის და არც რაიმე ლიმიტს აწესებს სურვილებთან დაკავშირებით. სექსის სურვილი უფრო მეტად დამოკიდებულია ურთიერთობის ხარისხზე.
მითი #2
ასაკის მატებასთან ერთად მამაკაცები ერექციის უნარს კარგავენ.
ერექცია არის მამაკაცის სასქესო ასოს გაბერვა და გამაგრება სქესობრივი აღგზნების დროს (სისხლის გაძლიერებული მოწოლის შედეგად). წლები არაფერ კავშირშია ერექტულ დისფუნქციასთან. მისი მიზეზი უფრო მეტად ჰორმონების შემცირებაა. მამაკაცებს ასეთ დროს მეტი ფიზიკური ძალისხმევა სჭირდებათ შედეგის მისაღწევად.
მითი #3
მასტურბაცია აქვეითებს სექსის დროს სიამოვნების მიღებას.
ამის საწინააღმდეგოდ უნდა აღინიშნოს, რომ მასტურბაციას შეუძლია სიამოვნების მინიჭება ადამიანისთვის პარტნიორის გარეშეც.
მასალის გამოყენების პირობები






