წინა ხელისუფლების ლანძღვას და ბიძინა ივანიშვილის ქება - ღარიბაშვილი სტილს ინარჩუნებს
პოლიტიკა - 16:15, 14 Aug, 2020     1236
ირაკლი ღარიბაშვი ბიძინა ივანიშვილის ქებას აგრძელებს - თავადაცვის მინისტრმა გურჯაანი-საგარეჯო-სიღნაღი-დედოფლისწყაროს მაჟორიტარობის კანდიდატის, დავით სონღულაშვილის წარდგენისას საუბრის ძირითადი დრო წინა ხელისუფლების ლანძღვას და ბიძინა ივანიშვილის ქებას დაუთმო.

"ჩვენი გუნდი ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, ამ მთავარ მონაპოვარს კიდევ უფრო განამტკიცებს 2020 წლის არჩევნებში - ამბობს თავდაცვის მინისტრი და ოპონენტებს ისევ დესტრუქციულ ძალად მოიხსენიებს:

"ჩვენი ოპონენტები, დესტრუქციული ძალა, ყოველთვის აპელირებს, რომ თითქოს ქვეყანაში ყველაფერი იყო იდეალურად და 2012 წლის შემდეგ ეს ყველაფერი ერთიანად დაინგრა. ეს არის ის ნარატივი და ტყუილი, რასაც დესტრუქციული ოპოზიციის წარმომადგენლები ავრცელებენ" - ამბობს ღარიბაშვილი.

დღესვე ღარიბაშვილმა აფხაზეთში ომის დაწყების 28 წლისთავი და 2008 წლის აგვისტოს ომი ერთმანეთს დაუკავშირა და აქაც ხელისუფლება დაადანაშაულა:

„მინდა კიდევ ერთხელ გავიხსენო აფხაზეთის ომში დაღუპული 10 000-მდე ჩვენი თანამოქალაქე. 28 წელი გავიდა მას შემდეგ, ომი გაგრძელდა 13 თვეს და 13 დღეს და დასრულდა 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემით. მე ეს შემთხვევით არ მიხსენებია, ეს არის თითოეულის ჩვენგანის ტკივილი, ტრაგედია და გაკვეთილი, რაზეც ჩვენ ყველამ უნდა ვისწავლოთ და აღარ დავუშვათ შეცდომა. საუბედუროდ, 2008 წლის აგვისტოს მოვლენები ჩვენ კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ჩვენმა ყოფილმა, უგუნურმა ხელისუფლებამ ქვეყანას ვერ აარიდა ის უბედურება და ნგრევა, რაც გამოიწვია აგვისტოს ომმა. ეს არის მწარე გაკვეთილი და გამაოგნებელია ის, რომ ასეთი მემკვიდრეობის დანატოვარი ხელისუფლება, ჩვენი ქვეყნის მთავარი დესტაბილიზაციის წყარო და მისი ბელადი ჯერ კიდევ საფრთხეს უქმნის და განსაცდელის წინაშე აყენებს ჩვენი ქვეყნის სტაბილურობას. მთავარი მონაპოვარი, რაც ჩვენი ხელისუფლების და პირადად ბიძინა ივანიშვილის მოსვლამ განაპირობა, არის მშვიდობა, სტაბილურობა და თითოეული მოქალაქის თავისუფლება“- ამბობს ღარიბაშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42