აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძეინვესტიციების შესახებ საერთაშორისო გამჭრვალობა-საქართველოს კვლევას ეხმაურება:
"ეს ის ორგანიზაციაა ხომ, რაღაც ადგილობრივი კანტორა, რომ აქვთ აქ გახსნილი და ოფის-მენეჯერები იკვლევენ და იურიდიულ დასკვნებს აკეთებენ, ალბათ მათზე მეკითხებით ხომ?- ამბობს რიჟვაძე.
რიჟვაძე ირემუნება, რომ ერთ კომპანიასთან ყოფილა დისკრიმინაციული მიდგომა.
"აჭარაში ამ დასკვნებს ჩვეულებრივი ოფის-მენეჯერები აკეთებენ, შედიან იურიდულ- ეკონომიკურ საკითხებში, რომლის აბსოლუტურ წარმოდგენაში არ არიან. არც დისკრიმინაციული და არც პრივილეგირებული მიდგომა არ ყოფილა არც ერთ კომპანიასთან მიმართებაში. ჩვენ ყველას, საჯარო ინტერესის დაცვით, მათ შორის ბიზნესს ვეხმარებით. თუმცა, როცა სანქცირება საჭიროა, არც ამისგან ვიკავებთ თავს", - განაცხადა რიჟვაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






