"მე შემიძლია და მე თქვენ დაგაბრუნებთ თქვენს სახლებში" - ნინო ბურჯანაძე
პოლიტიკა - 10:32, 14 Aug, 2020     2127
,,ერთიანი საქართველოს" ლიდერი, ნინო ბურჯანაძე აფხაზეთის ომის დაწყებიდან 28 წლისთავთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.
ბურჯანაძე ამბობს, რომ 14 აგვისტო ჩვენი ქვეყნის ისტორიაში სისხლიანი ასოებით ჩაიწერა და ამ დღის გახსენება თითოეული ქართველისთვის უმძიმესია.

,,ზუსტად 28 წელი გავიდა, მას შემდეგ რაც ჩვენს სამშობლოს უდიდესი უბედურება დაატყდა თავს. 14 აგვისტო ჩვენი ქვეყნის ისტორიაში სისხლიანი ასოებით ჩაიწერა. ამ დღის გახსენება მძიმეა თითოეული ქართველისათვის. უფრო მძიმეა იმის აღიარება, რომ ჩვენ ვერც 28 წლის წინ ვერ შევძელით ქართველებსა და აფხაზებს შორის პირველი ტყვია შეგვეჩერებინა და ვერც 28 წლის მიუხედავად ვერ შევძელით ეს ტკივილი მოგვეშუშებინა. მაშინ ალბათ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ გავიდოდა ათეულობით წელიწადი და აფხაზეთთან კვლავ ე.წ. საზღვარი იქნებოდა გავლებული. მტკივნეულია და სამარცხვინო, მაგრამ ფაქტია - არცერთ ხელისუფლებას არ აღმოაჩნდა დიპლომატიური უნარი რომ საერთო დიალოგის ენა მოგვეძებნა მოწინააღმდეგესთან და ენგური და ფსოუ გაგვეთავისუფლებინა სხვა ქვეყნის სამხედრო ძალებისაგან. დღეს განსაკუთრებით მინდა მივმართო აფხაზეთიდან დევნილებს, ადამიანებს რომელთათვის ყველაზე რთული და ძნელია იმასთან შეგუება, რომ 28 წელი საკუთარ სამშობლოში, საკუთარ მიწაზე დევნილები ჰქვიათ. მივმართავ იმ ოჯახებს, რომლებაც შვილები, ძმები, მამები, დედები და ახლობლები დაკარგეს ამ უთანასწორო და უსამართლო ბრძოლაში. ქედს ვიხრი თითოული თქვენგანის წინაშე და მინდა იმედი გამოვთქვა, რომ თითოული დაღვრილი სისხლის წვეთი დაფასებული იქნება და ისტორია არასოდეს წაშლის ჩვენი გმირების სახელებს. თითოულ თქვენგანს ვპირდები, რომ აუცილებლად ძალიან მალე დაიწყება პროცესი, რომელიც ცხადყოფს ჩვენს აფხაზ დებთან და ძმებთან ნდობის აღდგენას, საერთო ენის გამონახვას და ერთობლივი თანაცხოვრობის უზრუნველჰყოფას. მე შემიძლია და მე თქვენ დაგაბრუნებთ თქვენს სახლებში."- ნათქვამია ,,ერთიანი საქართველოს" ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42