თბილისის მერია უსახლკაროთათვის ღამის თავშესაფრებს გახსნის
საზოგადოება - 10:02, 19 Nov, 2013     2228

თბილისის მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსმა მამუკა ქაცარავამ განაცხადა, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ თბილისში ღამის თავშესაფრები აშენდეს, რომლებიც უსახლკარო მოქლაქეებს მოემსახურება:

“უსახლკაროთა საკითხი საკმაოდ პრობლემურად დადგა ქალაქში. ჩვენ ორი მიმართულებით ვაპირებთ მუშაობას, ერთი- ეს არის სოციალური სახლები, რომელიც სულ სხვა თემაა და გაცილებით უფრო რთული თემაა, რადგან საკანონმდბლო ბაზის მომზადებას საჭიროებს. მეორე საკითხი არის უსახლკაროები, მისამართის არმქონე პირები. მათთვის გვინდა გაკეთდეს თავშესაფარი.ჩვენ ამაზე ახლა ინტენსიურად ვმუშაობთ”, – აცხადებს მამუკა ქაცარავა.

მისივე თქმით, მერიას ამ საკითხზე შეხვედრები უკვე ჰქონდა რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციასთან, მათ შორის კარიტასთან, “წითელ ჯვართან” და სხვა ამ მიმართულებით მომუშავე ჯგუფებთან.

ქაცარავა ადასტურებს, რომ მათ ერთი შეხვედრა ჰქონდათ არასამთავრობო ორგანიზაცია "იდენტობასთან", რომელსაც უსახლკარო ოჯახებისთვის სურდა საცხოვრისის მოწყობა, მაგრამ ეს პროექტი შეჩერდა.

მისივე განმარტებით, თავშესაფარი, რომლის აშენებაც მერიას სურს, განსხვავდება ზემოხსენებული საცხოვრისისაგან, რადგან ეს თავშესაფარი უსახლკაროებს მხოლოდ ღამის განმავლობაში მოემსახურება.

„ნეტგაზეთის“ მიხედვით





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42