გიორგი შაქარაშვილის მკვლელობა - აღნიშნულ თემაზე საუბრობს ცენტრ "ემპათიას" დირექტორი მარიამ ჯიშკარიანი "მთავარი არხის" ეთერში.
იგი მბობს, რომ საქმესთან დაკავშირებით, საგამოძიებო უწყების ვერსია არასანდოა და რამდენიმე პასუხგაუცემელ კითხვასაც ასაჯაროებს:
- დაზუსტება ხანდაზმულობის, სიცოცხლისდროინდელი სისხლნაჟღენთების - "სისხნაჟღენთები ვითარდება ცოცხალ ადამიოანზე შეუძლებელია გაერთიანდეს წყალში და აშეუძლებელია განვითარდეს გვამზე".
- იყო თუ არა გვამი 4 დღე წყალში?
- როდის დადგა სიკვდილი?
- ზურგზე და გულმკერდზე გვამური ლაქების არსებობის ახსნა.
ჯიშკარიანის თქმით, როცა ამ კითხვებზე პასუხები არ არსებობს, დანაშაულის სცენის რეკონსტრუქცია, არალოგიკურია. ექსპერტმა შემთხვევის ადგილას დნმ-ის ნიმუშების არსებობის ალბათობაზეც ისაუბრა და აღნიშნა ისიც, რომ მისთვის უცნობია, აქვს თუ არა პროკურატურას რაიმე სახის დნმ-ის ექსპერტიზის დასკვნა. მისივე თქმით, საინტერესოა იყო თუ არა დნმ-ი ჩანთაზე, რომელიც დანაშაულის ადგილზე იპოვეს - რაზეც პასუხი არ არსებობს.
კიდევ ერთი საკითხი, რაზეც "ემპათიას" დირექტორს მნიშვნელოვნად მიაჩნია არის ის, რომ გიორგი შაქარაშვილის ფეხსაცმელები და წინდები არ უპოვნიათ და მათ არც არავინ ეძებს. მისი აზრით, იმ შემთხვევაში, თუ შაქარაშვილი დაიხრჩო, გვამს წინდები და ფეხსაცმელები ფეხიდან ვერ გაძვრებოდა, რადგან, მისი თქმით, დახრჩობის დროს სხეული შუპდება.
"ძალიან საინტერესოა, რომ ფეხსაცმელები და წინდები არ არის ნაპოვნი და არც არავინ ეძებს. სად წავიდა არავინ იცის. თუ კი ის დაიხრჩო, ამ დროს სხეული შუპდება და ვერ წაძვრებოდა. ღილებიც არ იყო გახსნილი. ბევრი კითხვის ნიშანია იმაზეც, რომ 900 მეტზეც არის ნამყოფი. მეორე ექსპერტიზაზე წერენ, ისეთი სწრაფი იყო მდინარე, ნავიც კი წაიღოო, ანუ თვითონ მიუთითებენ იმაზე, რომ მდინარის სიჩქარე სწრაფია, თუ ასე იყო მაშინ მდინარე გვამს 900 მეტრზე ვერ წაიღებდა", - ამბობს მარიამ ჯიშკარიანი
მასალის გამოყენების პირობები






