პარლამენტის ვიცესპიკერი, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ რუსთავი 2-ის დაკვეთით ჩატარებული კვლევა რეალობასთან ყველაზე მიახლოებულია. ამის შესახებ მან რუსთავი 2-ის ეთერში ისაუბრა და აღნიშნა, რომ მმართველი გუნდის რეიტინგი გაზრდილია იმიტომ, რომ ხალხმა დაინახა რეალობა, რა გააკეთა სახელმწიფომ მათთვის, თუნდაც ბოლო თვეების განმავლობაში.
"სინამდვილეში 60%-მდე რეიტინგი გვაქვს, ეს არის რეალობა, თუმცა ამ სიფრთხილესაც შეიძლება გაგებით მოვეკიდოთ. ქართული ოცნებისთვის ეს არის მინიმუმზე მინიმუმი, რაც კი შეიძლება თეორიულად შეიძლება დღეს იყოს ცდომილების ფარგლებში". – ამბობს მამუკა მდინარაძე.
ტელეკომპანია რუსთავი 2-ის დაკვეთით კომპანიამ Survation-მა კვლევა ჩაატარა. კითხვაზე "საპარლამენტო არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას", გამოკითხულთა 52% ქართულ ოცნებას ასახელებს, ერთიან ნაციონალურ მოძრაობას -19%, ევროპულ საქართველოს - 8 %, პატრიოტთა ალიანსსა და ლელოს ხმების 5-5% აქვთ, ახალ საქართველოს - 4%, სხვა - 7%.
მასალის გამოყენების პირობები






