თორნიკე ჯანაშვილი: IRI კვლევის გადაუწყვეტელი ამომრჩევლის მაჩვენებელი, ნიშნავს, რომ ეს ამომრჩეველი ელოდება ახალ პარტიას
პოლიტიკა - 16:12, 13 Aug, 2020     1392

პოლიტიკური პარტია "რეფორმერი" საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის IRI მიერ ჩატარებულ კვლევას ეხმაურება. როგორც "რეფორმერის" თავმჯდომარე თორნიკე ჯანაშვილი აცხადებს, IRI- ს და 14 ივლისს ამერიკული კვლევითი ორგანიზაციის ედისონ რისერჩის მიერ გამოქვეყნებულ კვლევებს შორის "გადაუწყვეტელი ამომრჩევლის" მაჩვენებლების განსხვავებები საყურადღებოა, ეს მაჩვენებელი ახალ პოლიტიკურ ძალებს აძლევს შესაძლებლობას "გადაუწყვეტელმა ამომრჩეველმა" მათ სასარგებლოდ გააკეთოს არჩევანი.

თორნიკე ჯანაშვილი, პარტია "რეფორმერის" თავმჯდომარე: " საყურადღებოა, რომ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის IRI მიერ კვლევა ჩატარდა ივნისში და 2 ივლისისთვის უკვე დასრულდა, თუმცა კვლევის შედეგები მოგვიანებით, 12 აგვისტოს გამოქვეყნდა. სავარაუდოდ, კვლევის ავტორებმა გაითვალისწინეს მათ კვლევასა და ამერიკული კვლევითი ორგანიზაციის ედისონ რისერჩის მიერ განხორციელებული კვლევის შედეგებს შორის გარკვეული განსხვავებები, და აუდიტორიას საშუალება მისცეს, რომ დავიწყებოდა ედისონ რისერჩის 2-3 კვირით ადრე გამოქვეყნებული ანგარიში. ამ ორ კვლევას შორის განსხვავებები იყო, როგორც პარტიების რეიტინგებში, ასევე ე.წ. „გადაუწყვეტელი“ ამომრჩევლის რაოდენობაში. ედისონ რისერჩის კვლევის მიხედვით, "გადაუწყვეტელი ამომრჩეველი" შეადგენდა 20 %, ხოლო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევის მიხედვით გადაუწყვეტელი ამომრჩეველი - 28 %ია. ამ ორი განსხვავებული შედეგის ანალიზისთვის საჭიროა გვქონდეს სრული ინფორმაცია, თუ რომელი ქალაქები მოიცვეს, როგორ გამოკითხეს მოსახლეობა, ვინ იყო შერჩეული რესპონდენტად და. ა.შ. განსხვავებებზე საუბარზე მეტად მნიშვნელოვანია "გადაუწყვეტელი ამომრჩევლის" მაჩვენებელი 28% , რაც ნიშნავს, რომ, ეს ამომრჩეველი არსებულ პოლიტიკურ სპექტრში ვერ აკეთებს არჩევანს ვერც ერთ პარტიაზე და ელოდება ახალ პარტიას. ახალი პარტიები პოლიტიკურ სუბიექტებად დარეგისტრირდნენ ივლისში, შესაბამისად, ეს ნიშნავს, რომ როგორც "რეფორმერს", ასევე სხვა ახალ პარტიებს შეუძლიათ, გადაუწყვეტელ ამომრჩეველს შეუქმნან შესაძლებლობა, ხელახლა გადახედონ განახლებულ პოლიტიკურ სპექტრს, ჩამოყალიბდნენ და გააკეთონ არჩევანი, თუ მათთვის მისაღები აღმოჩნდება ჩვენი იდეოლოგია და ხედვები.

პოლიტიკაში ახალი პარტიების ჩართვა შეცვლის ე.წ. "გადაუწყვეტელი ამომრჩევლის " ქცევას. ახალ პარტიებს შეგვიძლია, აქამდე არააქტიური გადაუწყვეტელი ამომრჩეველი, რომელიც ან არ მიდიოდა არჩევნებზე, ან მიდიოდა და როგორც სამწუხაროდ ხდებოდა ბოლო 30 წლის განმავლობაში, არჩევანს აკეთებდა ცუდსა და უარესს შორის, ჩავრთოთ საარჩევნო პროცესში. პოლიტიკურ ასპარეზზე ახალი პარტიების და სახეების გამოჩენამ "გადაუწყვეტელ ამომრჩეველს" მისცა შესაძლებლობა, რომ ისინი დააფიქსირებენ თავის არჩევანს იმ ახალი პარტიების სასარგებლოდ, რომელთა ხედვები და პროგრამები მათთვის იქნება მისაღები"- აცხადებს პარტია "რეფორმერის" თავმჯდომარე თორნიკე ჯანაშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42