"ბევრი არაფერი ვიცით, დეპუტატმა გვითხრა ჯანმრელობისმმხრივ კარგადააო. წითელი ჯვარი ამ დრომდე ვერ ახერხებს შესვლას. 20-ში ველოდებით მის გათავისუფლებას. მხოლოდ ე.წ. საზღვრის გადაკვეთისთვის ასამართლებენ. ღამურების ბრალდება მოიხსნეს. თუ არ გამოშვებენ, აქციებს გავმართავთ და არა მარტო მეჯვრისხევში, ცენტრალურ მაგოსტრალსაც გადავკეტავთ",-აცხადებს ლეილა მღებრიშვილი.
ამ დრომდე ოკუპანტების ტყვეობაში რჩება, ქვემო ჭალას მკვდიდრი ზაზა გახელაძე, რომელიც ოკუპაბტების ტყცეობაში 11 ივლისს აღმოჩნდა. ის დაკავებისას ოკუპაბტებმა ფეხში დაჭრეს. გახელაძის მეუღლის, ირმა ბუთხუზის თქმით, წითელი ჯვარი მის მონაუებას ისევ ვერ ახერხებს.
ოკუპანტების ტყვეობაშია გენადი ბესტაევიც,, რომელიც ზარდიაანთკარიდან გასული წლის შემოდგომაზე დააკავეს.
ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიერი დათო ქაცარავას თქმით, გახელაძეს 12 წლამდე, ხოლო მღებრიშვილს 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ის საქარველოს ხელისუფლებას კიდევ უფრო გააქტიურების და ეფექტური ნაბიჯების გადადგმისაკენ მოუწოდებს.
მასალის გამოყენების პირობები






